1. ფეთქებადი მასალების საწყობებისათვის მეხდაცვა აუცილებელია მოეწყოს ფეთქებადი მასალების საწყობების მეხდაცვის დაპროექტების, მოწყობისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
2. ზედაპირული, ნახევრად ჩაღრმავებული და ჩაღრმავებული მუდმივი და დროებითი ფეთქებადი მასალების საწყობების სათავსებისათვის, მიწის ზედაპირზე განლაგებული ფეთქებადი მასალების მოსამზადებელი შენობებისათვის, აგრეთვე ელექტროდეტონატორებიანი სარტყამი ვაზნების დამზადების პუნქტებისათვის აუცილებელია მოეწყოს დაცვა მეხის როგორც პირდაპირი დარტყმის, ისე მეორეული ზემოქმედებისაგან.
3. ფეთქებადმასალებიანი კონტეინერების შესანახი მოედნები და ფეთქებადმასალებიანი სატრანსპორტო საშუალებების დგომის პუნქტები დაცული უნდა იყოს მხოლოდ მეხის პირდაპირი დარტყმისაგან. მოკლევადიანი საწყობების მეხდაცვით აღჭურვა აუცილებელი არ არის.
4. მეხდაცვა უნდა შემოწმდეს ჭექა-ქუხილის პერიოდის დადგომის წინ მაინც, აგრეთვე კომისიის მიერ გამოვლენილი დაზიანების შემთხვევაში. კომისიას ნიშნავს საწარმოს ხელმძღვანელი. კომისიის შემადგენლობაში შედიან ენერგეტიკოსი, ენერგომექანიკოსი, საწყობის გამგე და საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელი.
5. მეხდაცვის მოწყობილობის გარეგან დათვალიერებას ახდენს საწყობის გამგე თვეში ერთხელ მაინც.
6. მეხდაცვის შემოწმებაში შედის მეხდაცვის მოწყობილობის გარეგანი დათვალიერება და ჩამამიწებლების წინაღობის გაზომვა. დათვალიერების შედეგები ფორმდება ოქმით.
თავი V. ფეთქებადი მასალების გადატანა და სამუშაო ადგილზე მიტან
მუხლი 18. ფეთქებადი მასალების მეხდაცვა
თავი IV — ფეთქებადი მასალების შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
- მუხლი 13. სეიფებიანი სათავსი და სათავსსეიფი
- მუხლი 14. მიწისქვეშა საწყობები
- მუხლი 15. ჩაღრმავებული საწყობები
- მუხლი 16. ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმება
- მუხლი 17. საწყობის დაცვა
- მუხლი 19. ზოგადი მოთხოვნები გადატანისა და მიტანისას
- მუხლი 20. გადაზიდვა ავტოტრანსპორტით, საჭაპანო ტრანსპორტითა და საპალნეებით
- მუხლი 21. ფეთქებადი მასალების მიტანა სამუშაო ადგილზე
- მუხლი 22. ზოგადი მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ
- მუხლი 23. მიღებისა და გაცემის აღრიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 18, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-18/