1. ფეთქებადი მასალების მიღების და გაცემის აღრიცხვის წიგნი (დანართი №4) უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, დამოწმებული ბეჭდით ან დაპლომბილი ტექზედამხედველობის მიერ. წიგნს აწარმოებს საწყობის გამგე.
2. თითოეული დასახელების ფეთქებადი მასალა აღირიცხება ცალ-ცალკე.
3. დღის ბოლოს ფეთქებადი მასალის თითოეული სახეობის ნაშთი შეაქვთ წიგნში. აღირიცხება ფეთქებადი მასალის მხოლოდ ის სახეობა, რომლის რაოდენობა შეიცვალა დღე-ღამის განმავლობაში