1. ფეთქებადი მასალები სამუშაო ადგილებამდე უნდა გადაიზიდოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული მარშრუტით. მათი გადატანის უფლება (ამფეთქებლის ან გამცილებლის ხელმძღვანელობით) აქვთ მუშებს, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ინსტრუქტაჟი.
2. ჩანთებით, კასეტებით, ყუთებით ან სხვა საშუალებებით ფეთქებადი ნივთიერებებისა და მაინიციირებელი საშუალებების ერთად გადატანა ან გადაზიდვა დაუშვებელია. მაინიციირებელი საშუალებების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ ამფეთქებელს. დეტონატორიანი სარტყამი ვაზნების გადატანა ნებადართულია მხოლოდ ისეთი კასეტებით ან ყუთებით, რომლებსაც შიგნიდან ამოგებული აქვთ რბილი მასალები.
3. ერთ ამფეთქებელს უფლება აქვს გადაიტანოს ერთდროულად სულ ბევრი 12 კგ ფეთქებადი მასალა და ინიციირების საშუალებები. თუ მას მარტო ფეთქებადი ნივთიერებები გადააქვს, ეს ნორმა შეიძლება გაიზარდოს 24 კგ-მდე. ამფეთქებელს უფლება აქვს გადაიტანოს სულ ბევრი 10 კგ სარტყამი ვაზნა. ქარხნული წესით შეფუთული ფეთქებადი მასალების რაოდენობა განისაზღვრება ტვირთების გადაზიდვის მოქმედი ნორმებით.
4. საწარმოს ხელმძღვანელის ნებართვით საწყობებიდან სამუშაო ადგილებამდე ფეთქებადი ნივთიერებებისა და საამფეთქებლო საშუალებების ერთად გადატანა ხდება შემდეგი პირობების დაცვით:
ა) სატრანსპორტო საშუალებები უნდა დაიტვირთოს მათი ტვირთამწეობის არა უმეტეს 2/3-ისა;
ბ) აფეთქების საშუალებები მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურ, მჭიდროდ დახურულ ყუთებში, რომლებსაც შიგნიდან ყველა მხარეს ამოგებული უნდა ჰქონდეს რბილი შუასადებები; ყუთები უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების წინა ნაწილში ისე, რომ გამოირიცხოს მათი შეხება ფეთქებად ნივთიერებებთან;
გ) ქარხნული შეფუთვის ან სპეციალურ ყუთებში მოთავსებული დენთები და პერფორატორული მუხტები უნდა მოთავსდეს სხვა ფეთქებადი მასალების განლაგების ადგილიდან არა უახლოეს 0,5 მეტრისა. ყუთები და ფეთქებადმასალებიანი სხვა ტარა ისე უნდა განლაგდეს, რომ გამოირიცხოს დარტყმები და მათ შორის ხახუნი;
დ) ფეთქებადი მასალების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მანქანები უნდა აკმაყოფილებდეს წესების მოთხოვნებს.
5. ამფეთქებლებისა და მიმტანების გადაყვანა სამუშაო ადგილებამდე უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის განკუთვნილი ავტომობილების საშუალებით.
6. მიწისქვეშა პირობებში ფეთქებადი მასალების მიტანა დასაშვებია საშახტო ტრანსპორტის ნებისმიერი საშუალებით, რომელიც სპეციალურად არის აღჭურვილი ამ მიზნისათვის და აკმაყოფილებს წესების მოთხოვნებს.
7. ჭაურებით ფეთქებადი მასალების ჩატანა ხალხის ჩაყვანის ან ამოყვანის პერიოდში აკრძალულია.
8. ფეთქებადი მასალების ჭაურში ჩატანის და მათი ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დროს მაღაროს ეზოში და ჭაურზედა შენობაში ნებადართულია იმყოფებოდნენ მხოლოდ: ამფეთქებლები, ფეთქებადი მასალების დამრიგებლები, მტვირთავები, მესახელურე, მეჭაურე და ფეთქებადი მასალების გადატანისათვის პასუხისმგებელი ზედამხედველი პირი.
9. ჭაურში ფეთქებადი მასალების ჩატანა-ამოტანის დაწყებამდე დისპეტჩერმა (შახტის მორიგემ) ეს უნდა აცნობოს აწევისათვის პასუხისმგებელ ტექნიკურ ზედამხედველ პირს.
10. ფეთქებადი მასალების ყუთები ან ტომრები ჭაურის გალში უნდა დალაგდეს გალის სართულის სიმაღლის არა უმეტეს 2/3-ისა, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს გალის კარების სიმაღლეს.
11. ფეთქებადი მასალების ვაგონეტების საშუა-ლებით ჩაშვებისას ყუთები ან ტომრები ისე უნდა დალაგდეს, რომ ვაგონეტების ბორცვის სიმაღლეს არ გადააჭარბოს. ვაგონეტები მჭიდროდ მაგრდება გალში. ინიციირების საშუალებების ჩაშვება-ამოტანა დაუშვებელია ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად.
12. დახრილ გვირაბებში სახალხო ვაგონეტებით ამფეთქებლების მიერ ფეთქებადი მასალების, ხოლო გადამტანი მუშების მიერ ფეთქებადი ნივთიერებების გადატანისას ერთ მერხზე უნდა იჯდეს არა უმეტეს ერთი ამფეთქებლისა ან გადამტანისა.
13. ამფეთქებლის მიერ ფეთქებადი მასალების, ხოლო გადამტანის მიერ ფეთქებადი ნივთიერებების ჩანთებით გადატანისას ნებადართულია ერთი გალით რამდენიმე ამფეთქებლისა და გადამტანის ერთდროულად ჩაყვანა-ამოყვანა. რაოდენობა განისაზღვრება გალის იატაკის ფართობის სიდიდის მიხედვით, იმ ანგარიშით, რომ ერთ პირზე მოდიოდეს გალის სართულზე იატაკის 1 მ2 მაინც. თითოეულ პირს უფლება აქვს გადაიტანოს ფეთქებადი მასალების ის რაოდენობა, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში. მათი ჩაყვანა-ამოყვანა უნდა ხდებოდეს რიგგარეშე.
14. მიწისქვეშა გვირაბებში ფეთქებადი მასალების გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5 მ/წმ-ს. ბიძგების თავიდან აცილების მიზნით მემანქანე ვალდებულია ამწევი მანქანა, ჯალამბარი, ელმავალი და სხვა მექანიზმები ჩართოს და გამორთოს მდოვრედ.
15. ფეთქებადი მასალების სატვირთავ-გასატვირთავი საშუალებებით მიწისქვეშა გვირაბებში გადაზიდვა უნდა ხორციელდებოდეს შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ფეთქებადი მასალების სატვირთავ-გასატვირთავი სამუშაოების წარმოება ნებადართულია მხოლოდ ამისათვის დადგენილ ადგილებში;
ბ) ერთი სარკინიგზო შემადგენლობით გადაზიდვისას ფეთქებადი ნივთიერებები და აფეთქების საშუალებები მოთავსებული უნდა იყოს სხვადასხვა ვაგონეტში. მათ შორის ჩაბმული უნდა იყოს ცარიელი ვაგონეტები იმ ანგარიშით, რომ მანძილი დატვირთულ ვაგონეტებს შორის, აგრეთვე ელმავალსა და ვაგონეტებს შორის 3 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს;
გ) დეტონატორების გადაზიდვისას გამოყენებული უნდა იყოს ვაგონეტები, რომლებიც შიგნიდან ხის მასალით არის ამოგებული და იხურება უწვავი მა-სალისაგან დამზადებული მთლიანი სახურავით. ყუთები, ჩანთები და კასეტები ერთმანეთისაგან გამოყოფილი უნდა იყოს რბილი მასალით. ჩანთები და კასეტები დალაგებული უნდა იყოს ერთ რიგად. სხვა ფეთქებადი მასალების (გარდა დეტონატორებისა) გადატანა დასაშვებია მთელ სიმაღლემდე დატვირთული ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებებით;
დ) საკონტაქტო ელმავლებით ფეთქებადი მასალების გადაზიდვა აუცილებლად უნდა ხდებოდეს უწვავი მასალისაგან დამზადებული, მთლიანსახურავიანი ვაგონეტებით. გრანულირებული ფეთქებადი ნივთიერებები შეიძლება გადაიხუროს უწვავი ქსოვილებით;
ე) ფეთქებადი მასალების გადაზიდვისას მატარებლის შემადგენლობას თავსა და ბოლოში უნდა ჰქონდეს სპეციალური შუქური საცნობი შუქნიშნები, რომელთა დანიშნულება აუცილებლად უნდა იცოდეს შახტში (მაღაროში, კარიერზე) მომუშავე ყველა პირმა;
ვ) მიწისქვეშა გვირაბებში ფეთქებადი მასალების ტრანსპორტირებისას ყველა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალება და ხალხი ვალდებულია გაჩერდეს და გზა დაუთმოს ფეთქებადი მასალებით დატვირთულ შემადგენლობას;
ზ) სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და სხვა პერსონალს, რომლებიც დაკავებული არიან ფეთქებადი მასალების გადაზიდვით, უნდა გაეწიოთ ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ;
თ) ფეთქებადი მასალების სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას მატარებელში, გარდა ელმავლის მემანქანის, ამფეთქებლების, ფეთქებადი მასალების დამრიგებლების, ფეთქებადი მასალების გადატანასთან დაკავშირებული მუშებისა, არავინ არ უნდა იმყოფებოდეს. გამცილებლები გადაიყვანებიან სახალხო ვაგონეტებით, რომლებიც მატარებლის ბოლოშია გამობმული. ნებადართულია მატარებლის ფეხით გაცილება, თუ მისი სიჩქარე არ აღემატება გამცილებლის სიჩქარეს;
ი) ფეთქებადი მასალების გადაზიდვის უშუალოდ მონაწილე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მამხოლოებელი თვითმაშველებით.
16. ხელის ორტარებითა და ჯალამბრებით აღჭურვილი შურფების გაყვანისას ფეთქებადი მასალების ჩატანა-ამოტანა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
ა) სანგრევში, გარდა საამფეთქებლო სამუშაოებთან დაკავშირებული პირებისა, არავინ არ უნდა იმყოფებოდეს;
ბ) ფეთქებადი მასალების ჩაშვება-ამოტანას უნდა ასრულებდეს არანაკლებ ორი პირისა;
გ) ორტარა ან ჯალამბარი აღჭურვილი უნდა იყოს ხრუტუნა მექანიზმებით ან ავტომატურად მოქმედი მუხრუჭებით, ხოლო მისაბმელი კაკვი – მცველი საკეტით;
დ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და ინიციირების საშუალებების ჩატანა-ამოტანა უნდა ხორციელდებოდეს ცალ-ცალკე.
17. ფეთქებადი მასალების ჯალამბრების გამოყენებით ატანა-ჩამოშვება აღმავალ გვირაბებში უნდა ხორციელდებოდეს შახტის (მაღაროს) ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული მუშაობის ორგანიზაციისა და ჯალამბრის დადგმის პასპორტების შესაბამისად.
თავი VI. ფეთქებადი მასალების მიღება, გაცემა, აღრიცხვა, განადგურებ