1. ფეთქებადი მასალების საავტომობილო, მოტო-საჭაპანო ტრანსპორტით ან საპალნეებით გადატანისას აუცილებელია საგზაო მოძრაობის წესების დაცვა. ტვირთს აცილებს სპეციალურად დანიშნული პასუხისმგებელი პირი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაცვა. ფეთქებადი მასალების ავტომობილებით გადატანა ხდება წესების მოთხოვნათა შესაბამისად. გადაზიდვისათვის პასუხისმგებელ პირს ნება ეძლევა შეითავსოს დაცვის ფუნქცია შინაგან საქმეთა ორგანოებში შესაბამისი გაფორმებით.
2. აკრძალულია დეტონატორებისა და დენთის მისაბმელებით გადატანა.
3. ფეთქებადი მასალების გადაზიდვისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებების სამართავად დაიშვებიან მძღოლები, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი.
4. აკრძალულია მძღოლისა და მზიდავის მიერ ფეთქებადი მასალებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების დატოვება გადატანისათვის პასუხისმგე-ბელი პირის ნებართვის გარეშე.
5. აკრძალულია იმ პირთა დაშვება ფეთქებადი მასალებით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ტრანს-პორტირებასთან.
6. რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით ფეთქე-ბადი მასალების გადაზიდვისას პასუხისმგებელი პირი უნდა იმყოფებოდეს წინა სატრანსპორტო საშუალებაზე, დაცვა – ბოლოზე.
7. ფეთქებადი მასალების ტრანსპორტირებისას შესვენებისათვის გაჩერება დასაშვებია მხოლოდ დაუსახლებელ ადგილებში, გზიდან სულ ცოტა 100 და საცხოვრებელი შენობებიდან – სულ ცოტა 200 მეტრის მოშორებით. ამ დროს ავტომობილების ძრავები უნდა გამოირთოს, ცხოველები გამოიხსნას ან მოეხსნათ ტვირთი. თუ გზიდან გადასვლის საშუალება არ არის, ფეთქებადმასალებიანი ტრანსპორტი უნდა გაჩერდეს გზის პირზე დასახლებული პუნქტიდან 200 მეტრზე მაინც.
8. ფეთქებადმასალებიანი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემთხვევაში მის წინა და უკანა მხარეს იდგმება გამაფრთხილებელი ნიშნები.
9. აკრძალულია ფეთქებადმასალებიანი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ფარეხებში, თავლებში და სხვ.
10. თითოეულ მოტოსაშუალებას და ოთხთვალას, რომლითაც ფეთქებადი მასალა გადაიტანება, წინა და უკანა მხარეს უკეთდება განმასხვავებელი ნიშნები: მოტოციკლებზე და მოტოროლერებზე – საავტომობილო ტრანსპორტით ფეთქებადი მასალების გადატანის წესების მოთხოვნათა შესაბამისად, ოთხთვალებზე – წითელი ალმები და ღამით, ამასთან ერთად, ამრეკლავი ნიშნები. კოლონად მოძრაობისას ნიშნები უკეთდება წინა და უკანა სატრანსპორტო საშუალებას.
11. ტრანსპორტირებისას ჭექა-ქუხილის დაწყების შემთხვევაში ტრანსპორტი უნდა გაჩერდეს ღია ადგილზე, ტყიდან და საცხოვრებელი შენობებიდან 200 მეტრზე მაინც. მოტოციკლები, მოტოროლერები, ოთხთვალები უნდა განლაგდნენ ერთმანეთისაგან სულ ცოტა 50 მეტრის დაშორებით. ძრავები აუცილებლად უნდა გამოირთოს, ხოლო ცხოველები გამოიხსნას ან მოეხსნათ ტვირთი. ხალხი, გარდა აუცილებელი დაცვისა, ჭექა-ქუხილის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებს უნდა მოსცილდნენ სულ ცოტა 200 მეტრით. ფეთქებადმასალებიანი ტრანსპორტის გაჩერების ადგილას წინა და უკანა მხარეს იდგმება გამაფრთხილებელი ნიშნები. თუ შეუძლებელია ამ მოთხოვნათა შესრულება, გადაზიდვისათვის პასუხისმგებელი პირი იღებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს თავისი შეხედულებისამებრ.
12. მდინარეზე ან ტბაზე ბორანით ფეთქებადმასალებიანი ტრანსპორტი გადაიტანება ურიგოდ. ამ დროს სხვა ტვირთისა და მგზავრების ყოფნა ბორანზე აკრძალულია.
13. აკრძალულია მოტოტრანსპორტით, ოთხთვალებით, საპალნე ცხოველებით ფეთქებად მასალებთან ერთად სხვა ტვირთების გადატანა. გამონაკლისია საამფეთქებლო სამუშაოებისათვის საჭირო მოწყობილობა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაზე ისე უნდა განთავსდეს, რომ გამოირიცხოს მისი მიჯახება ფეთქებად მასალებთან.
14. თუ საჭაპანო ტრანსპორტით გადააქვთ B ჯგუფის ფეთქებადი მასალები, ოთხთვალას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საამორტიზაციო სისტემა. ამ ჯგუფის ფეთქებადი მასალების მარხილებით ტრანსპორტირებისას ისინი უნდა დაეწყოს რბილი მასალის ქვესადებზე. საპალნეებით გადატანისას ფუთები შიგნიდან უნდა იყოს ამოგებული რბილი მასალით.
15. საჭაპანო ტრანსპორტით გადასატანი ფეთქებადი მასალის ზღვრულმა მასამ არ უნდა გადააჭარბოს:
ა) შეთავსებადობის მიხედვით B ჯგუფის ფეთქებადი მასალებისათვის, აგრეთვე დენთისათვის ერთცხენიან ოთხთვალაზე – 300 კგ-ს, ხოლო ორცხენიანზე – 500 კგ-ს;
ბ) სხვა ფეთქებადი მასალების და ცეცხლგამტარი ზონრისათვის ერთცხენიან ოთხთვალაზე – 500 კგ-ს, ხოლო ორცხენიანზე – 800 კგ-ს
მუხლი 20. გადაზიდვა ავტოტრანსპორტით, საჭაპანო ტრანსპორტითა და საპალნეებით
თავი V — ფეთქებადი მასალების გადატანა და სამუშაო ადგილზე მიტანა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. მიწისქვეშა საწყობები
- მუხლი 15. ჩაღრმავებული საწყობები
- მუხლი 16. ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმება
- მუხლი 17. საწყობის დაცვა
- მუხლი 18. ფეთქებადი მასალების მეხდაცვა
- მუხლი 19. ზოგადი მოთხოვნები გადატანისა და მიტანისას
- მუხლი 21. ფეთქებადი მასალების მიტანა სამუშაო ადგილზე
- მუხლი 22. ზოგადი მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ
- მუხლი 23. მიღებისა და გაცემის აღრიცხვა
- მუხლი 24. გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვა
- მუხლი 25. განწეს-ზედნადები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 20, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-20/