1. საბაზისო და სახარჯო საწყობები, აგრეთვე ფეთქებადი მასალების შესანახი მიწისზედა მოედნები მიეკუთვნება მკაცრი რეჟიმით დასაცავი ობიექტების კატეგორიას და დაცული უნდა იყოს მთელი დღე-ღამის განმავლობაში.
2. საწყობების საიმედო დაცვას უზრუნველყოფს საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც აწესებს მკაცრ რეჟიმს საშვების გამოყენებით, ახორციელებს ხანძარ-საწინააღმდეგო ღონისძიებებს, აწყობს დაცვის ტექნიკურ საშუალებებს (შემოღობვა, განათება, კავშირგაბმულობა, სიგნალიზაცია), აგრეთვე საგუშაგო ნაგებობებს, კოშკებს, ვოლიერებს საგუშაგო ძაღლებისათვის და ა.შ.
3. დაცვის სახეს, შემადგენლობას, რაოდენობას, საგუშაგოების დისლოკაციას და საწყობის დაცვის წესს ადგენს საწარმოს ხელმძღვანელი დადგენილი წესით. დაცვის წესში გათვალისწინებული უნდა იყოს მისი გაძლიერება ღამის საათებში. დაცვის გაძლიერების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძაღლები, რომლებიც ნაწილდება ბლოკპოსტებზე.
4. ფეთქებადი მასალების საწყობების დაცვის ორგანიზაციას ახორციელებს პირადად დაცვის უფროსი, სადაც ის არ ჰყავთ – საწარმოს ხელმძღვანელი.
5. საწყობების დაცვა ხორციელდება:
ა) სასაშვე რეჟიმის, ფეთქებადი მასალების მიღება-გაცემის კონტროლის უზრუნველსაყოფად;
ბ) საწყობებში უცხო პირების შეღწევის, დატაცების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე დასაცავ საწყობში ან მის სიახლოვეს სტიქიური მოვლენების დროს შესაბამისი ზომების მისაღებად.
6. მიწისქვეშა საწყობების დაცვა შეიძლება დაეკისროს ფეთქებადი მასალების გამცემებს იმ პირობით, რომ ისინი იმორიგევებენ დღე-ღამის განმვალობაში. მიწისქვეშა საწყობებში, რომლებიც აღჭურვილი არიან ავტომატური სიგნალიზაციით, გამცემებს (დამცველ პირებს) შეუძლიათ უქმე დღეებში არ იმორიგეონ. ასეთ შემთხვევაში საწყობები იკეტება კლიტეებით, იბეჭდება ან იპლომბება.
7. ფეთქებადი ნივთიერების გადასატანი საწყობის დაცვა ხორციელდება მისი გამგის (მორიგის), მძღო-ლის, სხვა პირების მიერ იმ პირობით, რომ დაწე-სებული იქნება მათი სადღეღამისო ცვლური მორიგეობა.
8. საწყობების დაცვის პირად შემადგენლობასთან სისტემატურად უნდა იმართებოდეს მეცადინეობები დაცვის სამსახურის ინსტრუქციის, იარაღის მატერიალური ნაწილების შესწავლის მიზნით, აგრეთვე სასწავლო სროლა სპეციალური პროგრამების მიხედვით.
9. მოთხოვნები დაცვის ორგანიზაციის, მისი დაკომპლექტების, საგუშაგო ნაგებობების, კოშკების, ბლოკპოსტების განლაგებისა და აღჭურვის, გუშაგთა ვალდებულებების, პირადი შემადგენლობის მომზადების, გუშაგების დანაწილების და შეცვლის, აგრეთვე მათი მოქმედების მიმართ საგანგაშო სიგნალისა და საწყობზე თავდასხმის დროს განისაზღვრება ინსტრუქციით (დებულებით, სახელმძღვანელოებით), რომელსაც ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი.
10. საგუშაგო სამსახურის პირადი შემადგენლობა აღიჭურვება ცეცხლსასროლი იარაღით, გარდა მიწისქვეშა საწყობებისა, რომელთა დამცავი პირები აღიჭურვებიან ცივი იარაღით. ცეცხლსასროლი იარაღის სახე (კუთხვილიანი, გლუვლულიანი) განისაზღვრება შინაგან საქმეთა ორგანოებთან შეთანხმებით.
11. იარაღი და საბრძოლო მასალა საყარაულო ნაგებობაში უნდა ინახებოდეს შინაგან საქმეთა ორგა-ნოების მოთხოვნათა შესაბამისად.
12. იარაღსა და საბრძოლო მასალას მსროლელთათვის გასცემენ საგუშაგო სამსახურის უფროსი, უფროსი მსროლელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. იარაღი გუშაგებს უნდა მიეცეთ პოსტებზე გასვლის წინ და ჩაბარდეს უკან მათი საგუშაგო სათავსში დაბრუნებისთანავე. იარაღისა და საბრძოლო მასალების გაცემა და მიღება ფორმდება იარაღის გაცემისა და მიღების ჟურნალში.
13. იარაღისა და საბრძოლო მასალების არსებობას და მდგომარეობას საგუშაგოში ამოწმებს საწარმოს ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი კვარტალში ერთხელ, ხოლო დაცვის უფროსი ან ბრძანებით დანიშნული სხვა პირი – ყოველთვიურად, სპეციალურ ჟურნალში სათანადო აღნიშვნით.
14. სასაშვე რეჟიმი წესდება ამ მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილ ობიექტებზე და შეიცავს შემდეგ ძირითად ღონისძიებებს:
ა) ობიექტებზე შესვლის წესის დადგენა;
ბ) ფეთქებადი მასალების შეტანისა და გამოტანის წესის დადგენა;
გ) სასამსახურო სადგომის აღჭურვა სასაშვე რეჟიმის უზრუნველყოფისათვის.
15. სასაშვე რეჟიმისათვის საჭირო ღონისძიებები ფორმდება საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით და ეცნობა დასაცავი ობიექტის თანამშრომლებს.
16. ობიექტის ტერიტორიაზე შესვლის და გასვლის, აგრეთვე ფეთქებადი მასალების შეტანა-გამოტანის განხორციელებისათვის წესდება საშვი. მისი გაფორმების წესს ადგენს საწარმოს ხელმძღვანელი.
17. ტექზედამხედველობის თანამშრომლებს ობიექტზე საწარმოს თანამშრომელთან ერთად შესვლისას უფლება აქვთ ისარგებლონ სასამსახურო მოწმობებით.
18. გუშაგებისა და სასაშვე რეჟიმის შემოწმების უფლება აქვთ ზემდგომ სამეურნეო ხელმძღვანელებს, საწარმოს ხელმძღვანელსა და მის მიერ სპეციალურად დანიშნულ პირს
მუხლი 17. საწყობის დაცვა
თავი IV — ფეთქებადი მასალების შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები
- მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
- მუხლი 13. სეიფებიანი სათავსი და სათავსსეიფი
- მუხლი 14. მიწისქვეშა საწყობები
- მუხლი 15. ჩაღრმავებული საწყობები
- მუხლი 16. ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმება
- მუხლი 18. ფეთქებადი მასალების მეხდაცვა
- მუხლი 19. ზოგადი მოთხოვნები გადატანისა და მიტანისას
- მუხლი 20. გადაზიდვა ავტოტრანსპორტით, საჭაპანო ტრანსპორტითა და საპალნეებით
- მუხლი 21. ფეთქებადი მასალების მიტანა სამუშაო ადგილზე
- მუხლი 22. ზოგადი მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 17, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-17/