1. შენახვის ადგილზე მიტანილი ფეთქებადი მასალები დაუყოვნებლივ თავსდება საცავებში, მოედნებზე და ა.შ. და აღირიცხება თანდართული საქარხნო (სატრანსპორტო) დოკუმენტების, განწეს-ზედნადების ან განწეს-საგზურის საფუძველზე.
2. საწარმო ვალდებულია ფეთქებადი მასალების საწყობში აწარმოოს შემოსავლისა და გასავლის აღრიცხვა – მიღებისა და გაცემის აღრიცხვის წიგნში (დანართი №4), აგრეთვე გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვის წიგნში (დანართი №5).
3. ფეთქებადი ნივთიერებების ნაკეთობათა ინდივიდუალური საქარხნო ნომრები ამფეთქებლებისათვის გაცემის დროს რეგისტრირდება გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვის წიგნში.
4. შემოსავალ-გასავლის დოკუმენტებში არ შეიძლება ჩანაწერების გაკეთება ფანქრით, ჩანაწერებზე ხაზის გადასმა ან წაშლა. თითოეული შესწორება უნდა აიხსნას და წიგნში შემტანმა დაადასტუროს ხელის მოწერით.
5. ფეთქებადი მასალების მიღების, გაცემის და აღრიცხვის დოკუმენტები საწარმოში ინახება ათი წლის განმავლობაში.
6. საწყობში უნდა ინახებოდეს იმ პირების ხელმოწერის ნიმუშები, რომლებსაც უფლება აქვთ ხელი მოაწერონ ფეთქებადი მასალების მიღება-გაცემაზე, აგრეთვე დაადასტურონ ფეთქებადი მასალების ფაქტობრივი ხარჯი. ხელის მოწერის ნიმუშებს ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი. აკრძალულია ფეთქებადი მასალების გაცემა სხვა პირის ხელმოწერით.
7. გასაცემ კამერებში ფეთქებადი მასალების აღრიცხვა საწყობისათვის დადგენილი წესის ანალოგიურია.
8. რკინიგზის სადგურზე, ნავმისადგომებზე და სხვა სატრანსპორტო პუნქტებში შემოტანილი ფეთქებადი მასალების მისაღებად საწარმოს ხელმძღვანელი ვალ-დებულია გაგზავნოს პასუხისმგებელი წარმომადგენელი მინდობილობით და შეიარაღებული დაცვით.
9. საწარმოს ბუღალტერია აწარმოებს ფეთქებადი მასალების შემოსავლისა და გასავლის მკაცრ აღრიცხვას საწყობის გამგისაგან წარმოდგენილი მიღება-გაცემის დოკუმენტების საფუძველზე