1. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ფეთქებადი ნივთიერების დასაცავად გამოიყოფა პასუხისმგებელი პირი.
2. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ტვირთს განეკუთვნება ამ ორგანოთა მიერ ან მათი მისამართით გაგზავნილი ფეთქებადი ნივთიერება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ტვირთის დაცვის წესი და იმ თანამდებობის პირის ვალდებულებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ ტვირთის დაცვას, განისაზღვრება თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ნორმატიული აქტებით.
4. 115, 119, 121, 126, 128, 130, 134, 137, 141, 143, 148, 154, 155, 156, 167, 168, 176, 179, 182 და 199 პირობითი ნომრის მქონე ტვირთით დატვირ-თული ვაგონის დაცვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) განწესი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 144
თავი 27 — დაცვა და თანხლება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 40. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო პირობების დარღვევა
- მუხლი 39. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოყენება
- მუხლი 6
- მუხლი 19. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების გადატანის, სამუშაო ადგილზე მიტანის, მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ
- მუხლი 4. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის ფორმირებისა და წარმოებისათვის
- მუხლი 5
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 144, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-144/