1. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთულ მოძრავ და გაჩერებულ ვაგონს მუდმივად უნდა იცავდეს ტვირთგამგზავნის, ტვირთმიმღების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ან რკინიგზის წარმომადგენელი, ხოლო საჭიროებისას თან ახლდეს ამ ტვირთს. დაცვის გარეშე აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა აკრძალულია.
2. თუ სადგურში გამოვლინდა ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული დაუცველი ან უთანხლებო ვაგონი, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაცვით.
3. დატვირთული ვაგონის დასაცავად მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის დაცვა საბორნე გადაზიდვისას ხორციელდება სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 143
თავი 27 — დაცვა და თანხლება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 143, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-143/