1. ტვირთმიმღების მოთხოვნით დანიშნულების სადგური ვალდებულია‚ 3 დღის ვადაში გადასცეს მას 428-ე მუხლით გათვალისწინებულ გზავნილზე შედგენილი კომერციული აქტი.
2. ტვირთმიმღებს კომერციული აქტი გადაეცემა‚ თუ იგი ტვირთის მიღებაზე წარადგენს შესაბამის უფლებამოსილებას‚ ხოლო თუ იგი ფიზიკურ პირია – პასპორტს ან პიროვნების დამადასტურებელ სხვა საბუთს და ხელს მოაწერს კომერციული აქტის იმ ეგზემპლარს‚ რომელიც სადგურს რჩება.