1. თუ სვლის გზაზე ან გადმოტვირთვისას კომერციული აქტი შედგენილია იმ ტვირთის მიმართ, რომელიც მიტანილია ტვირთგამგზავნის წესივრული საკეტ-საპლომბი მოწყობილობით ან ღია მოძრავ შემადგენლობაზე წესივრულად დატვირთული‚ მაშინ დანიშნულების სადგური მოვალეა‚ გადასცეს ტვირთმიმღებს გზად მდებარე სადგურის კომერციული აქტის ასლი‚ მიუხედავად იმისა‚ შეადგინა თუ არა მან ტვირთის გაცემისას კომერციული აქტი. ამ შემთხვევაში, დანიშნულების სადგური აკეთებს გზად მდებარე სადგურის კომერციული აქტის ასლს‚ რომელიც მასთან ინახება.
2. თუ ტვირთის გაცემის წესების შესაბამისად ჩატარებულ იქნა ტვირთის ექმპერტიზა, ამის შესახებ უნდა გაკეთდეს აღნიშნვა კომერციული აქტის „67“ გრაფაში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 426
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 426, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-426/