მუხლი 421 თუ ტვირთის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებულ სამუშაოს სადგურის საერთო სარგებლობის ადგილებში ასრულებს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა და კომერციულ ოპერაციათა მექანიზებული დისტანცია (შემდგომ – დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანცია)‚ მაშინ კომერციული აქტი დგება ამ დისტანციის მიერ. ყოველ კომერციულ აქტზე დაისმის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის შტემპელი. თუ სვლის გზაზე კომერციული აქტი შეადგინა დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციამ‚ მაშინ კომერციული აქტის შედგენის თაობაზე გაკეთებული აღნიშვნა მოწმდება შტემპელით ამ დისტანციაში🔗