2. გაგზავნისა და გზად მდებარე სადგურებში შედგენილი ელექტრონული კომერციული აქტები თან დაერთვის ელექტრონულ ზედნადებს.
3. ელექტრონული კომერციული აქტი, საჭიროებისამებრ, შეიძლება ამოიბეჭდოს ქაღალდის ასლის სახით. ამ შემთხვევაში გრაფაში „ხელმოწერა“ იბეჭდება დედანი კომერციული აქტის ხელმომწერი პირის გვარი. დედან კომერციულ აქტზე დასმული ყველა შტემპელი მანქანაზე ნაბეჭდი სახით გადაიტანება ასლზე. ელექტრონული კომერციული აქტის ქაღალდის ასლი მოწმდება მისი ამომბეჭდავი სადგურის კალენდარული შტემპელით