1. კომერციულ აქტს ადგენს და ამ წესების 415-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში ხელს აწერს ტვირთმიმღები‚ თუ იგი მონაწილეობდა ტვირთის შემოწმებაში‚ და სადგურის სამი მუშაკი:
ა) სადგურის უფროსი (უფროსის მოადგილე) ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფროსი (უფროსის მოადგილე);
ბ) სატვირთო რაიონის უფროსი‚ პაკჰაუზის, საკონტეინერო მოედნის ან მახარისხებელი ბაქნის გამგე‚ მოვალეობათა განაწილების კვალობაზე;
გ) სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის მიმღებ-ჩამბარებელი. თუ სადგურის საშტატო განრიგით ეს თანამდებობები არ არის გათვალისწინებული, მაშინ კომერციული აქტის ხელმოსაწერად შეიძლება მოწვეულ იქნეს სადგურის (დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის) სხვა უფლებამოსილი მუშაკი. ამ შემთხვევაში, კომერციულ აქტში კეთდება ჩანაწერი: „საშტატო განრიგში –––––––––––––––––– თანამდებობა არ არის“.
2. თუ ვაგონის ტარას ამოწმებს მიმღებ-ჩამბარებელი‚ რომელსაც გადმოტვირთვისას ტვირთის აწონვაში მონაწილეობა არ მიუღია‚ კომერციული აქტის „66“ გრაფაში აღინიშნება იმ მიმღებ-ჩამბარებელის გვარი‚ რომელიც მონაწილეობდა ტვირთის აწონვასა და ვაგონის ტარის შემოწმებაში. კომერციულ აქტს ხელს აწერს მიმღებ-ჩამბარებელი‚ რომელმაც შეამოწმა ვაგონის ტარა.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 427
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 427, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-427/