მუხლი 428 თუ ვაგონი მოსულია წესივრულ მდგომარეობაში, დატვირთვის პუნქტის დაუზიანებელი საკეტ-საპლომბი მოწყობილობით, მაშინ კომერციული აქტის შედგენისას ტვირთმიმღების მონაწილეობით, მათ შორის‚ რამდენიმე გზავნილზე, ვაგონიდან მოხსნილი საკეტ-საპლომბი მოწყობილობა უქმდება და დაერთვის კომერციულ აქტს, ვაგონებისა და კონტეინერების დაპლომბვის წესის შესაბამისად🔗