მუხლი 431 თუ კომერციული აქტი გაფორმდა ძირითადი გზავნილით მიტანილი ტვირთის დანაკლისის გამო და გადაეცა ტვირთმიმღებს, მაშინ ამ ტვირთის მიტანისას დამატებითი დოკუმენტით ტვირთმიმღების მიერ წარმოდგენილი ძირითადი გზავნილის ზედნადებსა და კომერციული აქტის ყველა ეგზემპლარს „68“ გრაფაში, დანიშნულების სადგურმა უნდა აღნიშნოს ნაკლული ტვირთის მიტანის თაობაზე დამატებითი დოკუმენტით და მიუთითოს ვაგონის ნომერი‚ დამატებითი გამოგზავნის გამფორმებელი სადგურის სახელწოდება‚ დამატებითი გამოგზავნის გაფორმებისა და ნაკლული ტვირთის გაცემის თარიღი. აღნიშვნას ხელს აწერს ამ წესების 427-ე მუხლში აღნიშნული პირი და იგი მოწმდება სადგურის შტემპელით. ტვირთის უკანასკნელი ნაწილის მიტანისას‚ რომელიც კომერციულ აქტში მიუტანლად არის აღნიშნული‚ ტვირთმიმღები კომერციულ აქტს უბრუნებს შესანახად სადგურს🔗