მუხლი 178 ტვირთმიმღებმა თვალი უნდა ადევნოს მისი მისამართით გამოგზავნილი რადიაციული შეფუთვის მსველობას და თუ იგი დადგენილ ვადაში არ იქნა მიტანილი მოსთხოვოს რკინიგზას ძებნის გამოცხადება და შეფუთვის დანიშნულებისამებრ მიტანა. ამ შემთხვევაში დანიშნულების სადგური ვალდებულია მომხდარის თაობაზე შეატყობინოს შინაგან საქმეთა და სანიტარიული ზედამხედველობის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს, აგრეთვე ტვირთგამგზავნს და ტვირთმიმღების განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით” გათვალისწინებული საბუთები, უზრუნველყოს რადიაციული შეფუთვის ძებნა. თუ ტვირთმიმღებს არა აქვს აღნიშნული საბუთები, ძებნა ცხადდება ამ წესის 177-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით🔗