1. ბრალდებულსა და მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადდება, თუ ისინი დაკავშირებული არიან პოლიტიკურ, სამხედრო, რელიგიურ და რასობრივ დანაშაულთან, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისათვის ბიუროს შუამდგომლობასთან ერთად ეგზავნება ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ბრალდებულზე ან მსჯავრდებულზე დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნას უნდა დაერთოს საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის ან მათ მიერ უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომლობა საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.

3. საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პირის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით ძებნის ან მის შესახებ ინფორმაციის მოპოვების თაობაზე შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცი