1. მოთხოვნა, პასუხი და შეტყობინება ბიუროს ეგზავნება ნაბეჭდი ფორმით.
2. მოთხოვნა, პასუხი და შეტყობინება ბიუროს ეგზავნება ფოსტისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (e-flow) საშუალებით, გადაუდებელი აუცილებლობისას, ბიუროს შეიძლება ინფორმაცია მიეწოდოს ფაქსითა და ელექტრონული ფოსტით.
3. აღნიშნული წესის შესაბამისად, ბიუროს მიერ მიღებულ ან გაგზავნილ მოთხოვნებს იმის მიხედვით, თუ რამდენად სასწრაფოა მათი შესრულება, ენიჭება შემდეგი გრიფები:
ა) ფრიად სასწრაფო – სავალდებულოა მოხდეს რეაგირება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მიღებიდან 24 საათში;
ბ) სასწრაფო – სავალდებულოა მოხდეს რეაგირება მიღებიდან 3 დღეში;
გ) არასასწრაფო – სავალდებულოა შესრულდეს მიღებიდან 10 დღეში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გრიფების გზავნილისათვის მინიჭების საფუძველი განმარტებული უნდა იქნეს მოთხოვნაში.
5. ბიუროსათვის მოთხოვნით მიმართვა შესაძლებელია, თუ იგი მიზნად ისახავს:
ა) დანაშაულის აღკვეთას, გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) პირის ძებნას მისი დაპატიმრების მიზნით;
გ) ინფორმაციის მოპოვებას იმ პირის შესახებ, რომელმაც ჩაიდინა ან, სავარაუდოდ, აპირებს ჩაიდინოს დანაშაული;
დ) სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებას პირის კრიმინალური საქმიანობის შესახებ;
ე) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ადგილსამყოფლის დადგენას;
ვ) დაზარალებულის ან მოწმის ადგილსამყოფლის დადგენას;
ზ) პირის ან გვამის იდენტიფიცირებას;
თ) დანაშაულის საგნის ადგილმდებარეობის დადგენას ან მის იდენტიფიცირებას;
ი) გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციისა და სამხილების მოპოვებას;
კ) პოლიციისათვის, სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ინფორმაციის მიწოდებას, ორგანიზაციებისათვის პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შენიღბული ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასაფეთქებელი ნივთიერებებიდან ან სხვა საფრთხის შემცველი მასალებიდან;
ლ) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციის ან/და დოკუმენტების მოპოვებასა და გადაცემას.
6. ბიუროსათვის მიმართვის უფლება აქვთ შემდეგ თანამდებობის პირებს:
ა) მინისტრს;
ბ) მინისტრის მოადგილეს;
გ) მთავარ პროკურორს;
დ) მთავარი პროკურორის მოადგილეს;
ე) სასამართლოს თავმჯდომარეს;
ვ) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს;
ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს;
თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორსა (უფროსი) და მოადგილეს;
კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსსა და მოადგილეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსსა და მოადგილეს;
ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული/საქალაქო/ქალაქის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსს;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამმართველოს უფროსს;
ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირებს.
7. გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ბიუროსათვის მიმართვა შეუძლიათ ასევე სხვა თანამდებობის პირებსაც, მაგრამ შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივი მიმართვის აუცილებლობა.
8. არაუფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსა თუ თანამდებობის პირის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტები განხილვის გარეშე უბრუნდება ადრესატებს.
9. არასამთავრობო ორგანიზაციების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან/და მოთხოვნები, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის არსებითად განსახილველად ეგზავნება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
10. ბიურო არ ასრულებს მოთხოვნას, თუ:
ა) მისი განხილვა არ შედის ინტერპოლის კომპეტენციაში;
ბ) დაკავშირებულია სამხედრო, პოლიტიკურ, რელიგიურ ან რასობრივ დანაშაულთან, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) მისი შესრულება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, ინტერპოლის კონსტიტუციისა (წესდება) და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევას;
დ) დარღვეულია ბიუროსათვის აღნიშნული წესით დადგენილი მიმართვის ფორმა.
11. მოთხოვნის შეჩერების ან გაუქმების უფლება აქვს:
ა) ბიუროს უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილეს, ან მოადგილის არყოფნისას, ბიუროს უფროსის დავალებით – უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ერთ-ერთ სამმართველოს უფროსს;
ბ) მოთხოვნის ინიციატორ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს;
გ) გენერალურ სამდივნოს.
12. ინფორმაციის გაცვლა გენერალურ სამდივნოსა და უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროსთან ხორციელდება ამ წესით და ინტერპოლის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისა