1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (შემდგომში – ბიურო) საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესი (შემდგომში – წესი) ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის – ინტერპოლის (შემდგომში – ინტერპოლი) კონსტიტუციას (წესდება), სხვა ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
2. თავისი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ბიურო თანამშრომლობს:
ა) ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან (შემდგომში – გენერალური სამდივნო);
ბ) ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან;
გ) საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან;
დ) საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს, ასევე ინტერპოლის წევრი ქვეყნების სხვადასხვა უფლებამოსილ ორგანოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
3. წესის მიზანია:
ა) განსაზღვროს ბიუროს საქმიანობა;
ბ) მოაწესრიგოს ბიუროს თანამშრომლობა საქართველოსა და ინტერპოლის წევრი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან;
გ) ეფექტიანი გახადოს საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა ინტერპოლის მეშვეობით;
დ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას.
4. ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბიუროს ეკრძალება რეაგირება იმ მოთხოვნებზე, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკური, სამხედრო, რასობრივი ან რელიგიური ხასიათის დანაშაულთან.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბიუროს საქმიანობაზე, თუ მოთხოვნა დაკავშირებულია დანაშაულთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებ