1. ბიუროს მეშვეობით საერთაშორისო ძებნის გამოცხადება შესაძლებელია მხოლოდ ინტერპოლის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე.
2. ბიუროს მეშვეობით საერთაშორისო ძებნის გამოცხადება დასაშვებია, თუ:
ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ძებნილმა დატოვა საქართველოს ტერიტორია;
ბ) მიუხედავად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა, ვერ დადგინდა ძებნილის ადგილსამყოფელი და არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს ახლო ნათესაური ან/და მეგობრული კავშირები საქართველოს ფარგლებს გარეთ;
გ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ძებნილი აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას.
3. პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნით ძებნის გამოცხადების შემდეგ ან მის პარალელურა