1. ბრალდებულზე, მსჯავრდებულსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის მიღების შემდეგ, ბიურო ადგენს შეესაბამება თუ არა იგი დებულების მოთხოვნებს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) იღებს ზომებს მოთხოვნის შესასრულებლად;
ბ) ითხოვს დამატებით ინფორმაციას, თუ მოწოდებული მონაცემები არ არის საკმარისი საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად;
გ) არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, თუ იგი ეწინააღმდეგება ამ წესის მოთხოვნებს.
2. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ბიურო ძებნის ინიციატორს აცნობებს 3 დღეში.
3. ბიურო ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:
ა) შუამდგომლობს გენერალური სამდივნოს წინაშე, რათა მან აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, ძებნის თავისებურებებიდან გამომდინარე, გამოსცეს შესაბამისი ფერის (წითელი, ლურჯი, ყვითელი) სპეციალური ნიშანი – ცირკულარი;
ბ) გენერალური სამდივნოს მეშვეობით აგზავნის მოთხოვნას ძებნის შესახებ ინტერპოლის წევრ ყველა ქვეყანაში;
გ) აგზავნის მოთხოვნას ძებნის შესახებ ინტერპოლის წევრ ერთ ან რამდენიმე ქვეყანაშ