1. ბიურო საერთაშორისო ძებნაში მყოფი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენის ან დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აცნობებს საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს/თანამდებობის პირს და საჭიროების შემთხვევაში საქმისმწარმოებელ ორგანოს/თანამდებობის პირს.
2. მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურიდან წარდგენილ იქნება დოკუმენტი თანხმობაზე, რომ საერთაშორისო ძებნილის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა გაიგზავნება დადგენილი წესის შესაბამისად, ბიურო აღნიშნულის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში აცნობებს იმ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს, სადაც დაკავებულია საერთაშორისო ძებნილი.
3. იმისათვის, რომ დაკავებული საერთაშორისო ძებნილი არ იქნეს გათავისუფლებული, ოპერატიულობის თვალსაზრისით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და პირის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისათვის საჭირო დოკუმენტაცია შესაძლოა მიეწოდოს ბიუროს, ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელით ძებნილის დამკავებელი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოსათვის გადასაგზავნად.
4. უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან გადმოგზავნილ გადაწყვეტილებას ძებნილი პირის გადმოცემის შესახებ ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აწვდის საქართველოს მთავარ პროკურატურას.
5. საქართველოს მთავარ პროკურატურას ბიუროს მეშვეობით შეუძლია შეათანხმოს ძებნილი პირის გადმოცემის პროცედურები უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან.
6. ძებნილის საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ ექსტრადიციის განმახორციელებელი ორგანო ამ ფაქტის შესახებ ბიუროს აცნობებს სამ დღეში. თავის მხრივ, ბიურო აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 3 დღეში ექსტრადირებულ პირზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ აცნობებს გენერალურ სამდივნოს და უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს, ხოლო თუ ძებნა გამოცხადებული იყო მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების ფარგლებში, მაშინ მითითებული ინფორმაცია მიეწოდებათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მითითებული პირის ძებნაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღების შემდეგ ბიურო ძებნილის გადმომცემ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს 3 დღის ვადაში ატყობინებს ძებნილის საქართველოში ჩამოყვანის შესახებ, თარიღის მითითები