1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს ამოუცნობი გვამების ან იმ უცნობი პირების, რომელთაც ჯანმრთელობის ან ასაკის გამო არ შეუძლიათ თავის შესახებ ინფორმაციის მოწოდება და რომლებზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, იდენტიფიკაციის მიზნით შეუძლიათ შუამდგომლობით მიმართონ ბიუროს მათი ვინაობის დასადგენად.
2. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის აღმოჩენის ადგილი, ასევე შუამდგომლობის ინიციატორი ორგანოს/თანამდებობის პირის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მათი ვინაობის დასადგენად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას ბიურო უგზავნის უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, თუ ბიურო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქმისმწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, თუ მოწოდებული იქნება ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, მიმართავს გენერალურ სამდივნოს შესაბამისი ფერის (ყვითელი, შავი) ცირკულარის გამოცემის მოთხოვნით.
4. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად დადგინდება ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის ვინაობა, საქმისმწარმოებელი ორგანო ამის შესახებ 3 დღის განმავლობაში აცნობებს ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, არა უგვიანეს 3 დღის განმავლობაში გადასცემს აღნიშნულ ინფორმაციას უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს და ასევე გენერალურ სამდივნოს, თუ ინფორმაცია გავრცელებულ იქნა გენერალური სამდივნოს მეშვეობით.
5. უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს მიერ ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ბიურო ამ გზავნილს შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, აცნობებს საქმისმწარმოებელ ორგანოს/თანამდებობის პირს.
6. ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის ვინაობის დადგენის შესახებ მოთხოვნის გაუქმების შემთხვევაში ბიურო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებს და ასევე გენერალურ სამდივნოს, თუ მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდებაზე გაგზავნილ იქნა ასევე გენერალურ სამდივნოში