1. ამოუცნობი გვამის ან იმ უცნობი პირების, რომელთაც ჯანმრთელობის ან ასაკის გამო არ შეუძლიათ თავის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, ვინაობის დადგენის შესახებ გენერალური სამდივნოს, უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროების ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოების/თანამდებობის პირების მოთხოვნა, მას შემდეგ რაც დადგინდება, რომ იგი შეიცავს პირის საიდენტიფიკაციოდ ყველა საჭირო მონაცემს, ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის ვინაობის დადგენის შემთხვევაში, 3 დღის ვადაში ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, 3 დღის ვადაში აცნობებს იდენტიფიკაციის მოთხოვნის ინიციატორს.
3. ამოუცნობი გვამის ან უცნობი პირის ვინაობის დადგენის შესახებ ინფორმაციის მომთხოვნი მხარის მიერ მოთხოვნის გაუქმების შემთხვევაში ბიურო ინფორმაციის მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანო