1. ბიუროში გენერალური სამდივნოდან ან უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნის შესახებ მოთხოვნის შემოსვლის შემთხვევაში მოწმდება, საკმარისია თუ არა მონაცემები პირის ძებნის განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული ინფორმაცია არ იქნება საკმარისი, ბიურო მიმართავს ძებნის ინიციატორს დამატებითი მონაცემების მოწოდების მოთხოვნით.

2. თუ არსებობს ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის ან საქართველოში მისი კავშირების შესახებ, ბიურო აგზავნის მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში, რათა გატარებულ იქნეს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მისი ძებნისა და იდენტიფიკაციისათვის. ასევე უნდა მიეთითოს იმის შესახებ, რომ განხორციელებული ღონისძიების შედეგები ეცნობოს ბიუროს.

3. გენერალური სამდივნოდან, უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან ან ძებნის ინიციატორი სხვა უფლებამოსილი ორგანოდან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე ძებნის გაუქმების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ბიურო აწვდის აღნიშნულ ინფორმაციას ორგანოს, რომელიც ახორციელებდა მითითებული პირის ძებნას საქართველოს ტერიტორიაზ