1. ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ ძებნის ინიციატორი ბიურო აწვდის დამატებით მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძებნის განხორციელების ეფექტიანობისათვის.

2. ბრალდებულზე, მსჯავრდებულზე ან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ ძებნის ინიციატორი აცნობებს საერთაშორისო ძებნის გაგრძელების შესახებ, ძებნის ერთწლიანი, ან იმ შემთხვევაში, თუ ძებნილთან დაკავშირებით გამოცემულია ცირკულარი, 5-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე.

3. საერთაშორისო ძებნის განხორციელებისას, თუ ბიურო უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან მიიღებს ინფორმაციას ძებნილის შესახებ, ეს უკანასკნელი არა უგვიანეს გზავნილისათვის მიცემული გრიფის შესაბამისად, აცნობებს ძებნის ინიციატორს.

4. დამატებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ბიუროს საკუთარი ინიციატივით შეუძლია გაზარდოს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც მიმართავს ძებნილის დადგენისა და დაკავების მოთხოვნი