1. თუ ელექტრონული ზედნადებით გამოგზავნილი ტვირთი მისი მიღების ქვითარში აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიტანილი, ტვირთმიმღებმა რკინიგზას შეუძლია მოსთხოვოს ტვირთის ძებნის გამოცხადება. ამისთვის ტვირთმიმღები დანიშნულების სადგურს წარუდგენს წერილობით განცხადებას‚ რომელშიც აღნიშნავს გაგზავნის ნომერსა და გაგზავნის სადგურს. ტვირთის ძებნა წარმოებს ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის მეშვეობით.
2. საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოტანალი ტვირთის ძებნას უზრუნველყოფს დანიშნულების სადგური, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით (ხელშეკრულებებით) დადგენილი წესით.
3. ტვირთის გადმოცლის შემდეგ ვაგონები (კონტეინერები) უნდა გაიწმინდოს და დასუფთავდეს. დადგენილი წესით
4. ერთიანი გადაზიდვის დოკუმენტის მიხედვით ვიწრო ლიანდის სადგურიდან ფართო ლიანდის სადგურზე გადასაზიდი ტვირთი სვლის მთელ გზაზე გაიცემა ამ წესების შესაბამისად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 379
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 379, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-379/