2. იმ ტვირთის ძებნას‚ რომელიც ტვირთის მიღების ქვითარში აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიტანილი დანიშნულების ადგილში‚ ტვირთმიმღების განცხადებით აწარმოებს დანიშნულების სადგური.
3. ტვირთის ძებნის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად ტვირთმიმღები წარმოადგენს ტვირთის მიღების ქვითარს‚ ხოლო მისი უქონლობისას – მიმწოდებლის ანგარიშ-ფაქტურას (დედანს ან ასლს) ან მიმწოდებლის (ტვირთგამგზავნის) დოკუმენტს‚ რომელიც ანგარიშ-ფაქტურის შემცვლელია‚ თუ აღნიშნულ დოკუმენტებში არის მონაცემები ტვირთის გვარეობის‚ გაგზავნის თარიღის‚ გაგზავნისა და დანიშნულების სადგურისა და რკინიგზის‚ იმ ზედნადების ნომრის შესახებ‚ რომლითაც ტვირთი გადასაზიდად ჩაბარდა‚ აგრეთვე ვაგონის (სავაგონო გზავნილის დროს) ან კონტეინერის ნომრის შესახებ, თუ ტვირთი კონტეინერში გაიგზავნა