1. თუ ძირითადი გადაზიდვის დოკუმენტებიან ტვირთზე ადრე დანიშნულების სადგურში მიტანილია დამატებითი გადაზიდვის დოკუმენტებიანი ტვირთი, მაშინ ტვირთის მიტანილი ნაწილი ტვირთმიმღებს გადაეცემა დამატებით საგზაო უწყისზე ხელწერილით. ამ შემთხვევაში‚ ტვირთის მიმღები სადგური ვალდებულია, გასცეს ცნობა იმის თაობაზე‚ რომ ტვირთის მიღებული ნაწილი ტვირთმიმღებს ჩაეთვლება ძირითადი გზავნილის ანგარიშში. ეს ცნობა ინახება სადგურში.
2. თუ ტვირთის მიღების ქვითრის თანახმად ტვირთის მთელი მოცულობა მიღებულია დამატებითი გადაზიდვის დოკუმენტებით, მაშინ სადგური, ამ ქვითრის საფუძველზე, დაკარგულის ნაცვლად ადგენს ზედნადებისა და საგზაო უწყისის ასლებს და გასცემს ტვირთს ამ წესების შესაბამისად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 376
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 376, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-376/