1. თუ დანაკლისის‚ გაფუჭების ან დაზიანების ნიშნებით მიტანილი ტვირთის გაცემამდე, მათ შორის სვლის გზაზე, შედგა კომერციული აქტი, დანიშნულების სადგურს იგი შეუძლია გასცეს მხოლოდ მას შემდეგ‚ რაც ტვირთმიმღების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (ანგარიში‚ ანგარიშ-ფაქტურა‚ სპეციფიკაცია და სხვა) მოხედვით განსაზღვრული იქნება ტვირთის ფაქტობრივი დანაკლისის‚ დაზიანების ან გაფუჭების ოდენობა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობისას ტვირთი ტვირთმიმღებს გადაეცემა მისი დაწვრილებითი აღწერით, ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესის შესაბამისად‚ აუცილებლობის შემთხვევაში კი, მხოლოდ საექსპერტო აქტის შედგენის შემდეგ.