2. თუ კანონმდებლობის შესაბამისად ტვირთი რკინიგზამ უნდა გასცეს შემოწმებით‚ ტვირთმიმღები ვალდებულია, გახსნას ვაგონი (კონტეინერი) მხოლოდ სადგურის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ტვირთის დაუცველობისთვის.
3. თუ ტარაში მოთავსებული ცალკეული ტვირთი არასაერთო სარგებლობის ადგილებში გაიცემა რკინიგზის მონაწილეობით‚ ტვირთმიმღებმა უნდა დააწყოს ტვირთი წინათ გადმოტვირთულისაგან ცალკე‚ რათა საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნეს გადმოცლილი ტვირთის ხელახალი შემოწმების შესაძლებლობა