1. სადგურიდან ტვირთის გასატანად ტვირთმიმღები ვალდებულია, წარუდგინოს სადგურს ზედნადები, გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის გადახდის აღნიშვნით‚ ხოლო სადგურში‚ სადაც დადგენილია ტვირთის საშვით გატანის წესი‚ დამატებით წარადგინოს სადგურის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საშვი, რომელიც ტვირთმიმღებს ჩამოერთმევა საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ტვირთის გატანისას. თუ ტვირთის გატანა ხდება ნაწილ-ნაწილ‚ ტვირთმიმღებს საშვი ჩამოერთმევა ტვირთის ბოლო ნაწილის გატანისას.
2. თუ ტვირთი ტვირთმიმღებს გააქვს უსასყიდლო შენახვის ვადის გასვლის შემდეგ‚ იგი მიმღებ-ჩამბარებელს წარუდგენს ტვირთის შენახვისთვის გადახდილი საფასურის დამადასტურებელ ქვითარს.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 374
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 374, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-374/