ა) ძირითადი გადაზიდვის დოკუმენტებით მიტანილი ტვირთის ნაწილი – საგზაო უწყისში ხელწერილით, ტვირთმიმღებისთვის ზედნადებისა და ტვირთის დანაკლისის თაობაზე კომერციული აქტის გადაცემით;
ბ) დამატებითი გადაზიდვის დოკუმენტებით მიტანილი ტვირთის ნაკლული ნაწილი – დამატებით საგზაო უწყისში ხელწერილით, ტვირთმიმღების მიერ ძირითადი ზედნადებისა და კომერციული აქტის წარდგენით. ამ შემთხვევაში‚ კომერციულ აქტს იტოვებს სადგური.
2. საბოლოო ანგარიშსწორება გადაზიდვისთვის წარმოებს ძირითადი ზედნადების მიხედვით. დამატებითი დოკუმენტებით მიტანილი ტვირთის გაცემის შესახებ სადგური აკეთებს აღნიშვნას ძირითად ზედნადებში