1. ტვირთის მასა სწორია‚ თუ გაგზავნის სადგურში განსაზღვრული მასის სხვაობა, დანიშნულების სადგურში დადგენილთან შედარებით, არ აღემატება:
ა) მასის ნაკლებობისას – ასეთი ტვირთის ნეტო მასის განსაზღვრის ზღვრულ განსხვავებას (მასის გაზომვის ცდომილება)‚ აგრეთვე მისი მასის ბუნებრივი კლების ნორმას;
ბ) მასის ზედმეტობისას – ასეთი ტვირთის ნეტო მასის განსაზღვრის ზღვრული განსხვავების მნიშვნელობას (მასის გაზომვის ცდომილება).
2. ტვირთის მასის ბუნებრივი კლების ნორმები იანგარიშება ტვირთის ბრუტო მასისგან – ტარითა და შეფუთვით გადასაზიდ ტვირთზე ან ტვირთის ნეტო მასისგან – უტაროდ და შეუფუთავად გადასაზიდ ტვირთზე.