1. აუცილებლობისას, რკინიგზა თავისი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით, ექსპერტიზის ჩასატარებლად იწვევს ექსპერტს ან შესაბამის სპეციალისტს. ექსპერტის გამოძახების თაობაზე სადგური ატყობინებს ტვირთმიმღებს, რომელსაც, თავის მხრივ, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მისი მისამართით მიტანილი ტვირთის ექსპერტიზაში.
2. ექსპერტიზა‚ რომელიც მოეწყო სადგურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე‚ ბათილია.