თუ ძირითადი გზავნილი გადაიზიდა ელექტრონული ზედნადების გამოყენებით, დამატებითი დოკუმენტებით გადაზიდული ტვირთი გაიცემა:
ა) ელექტრონული ზედნადებით მიტანილი ძირითადი გზავნილის ტვირთის ნაწილი – ამ წესის შესაბამისად‚ კომერციული აქტის გაცემით და ტვირთის მიუტანელი ნაწილის აღნიშვნით ელექტრონულ ზედნადებსა და გუ-27 უ-ვც ფორმის ზედნადებში;
ბ) ძირითადი გზავნილის მიტანის შემდეგ დამატებითი დოკუმენტებით მიტანილი ტვირთის ნაწილი – დამატებითი საგზაო უწყისის ან გუ-29 უ-ვც ფორმის დამატებითი საგზაო უწყისის დედანში ტვირთმიმღების ხელწერილით, კომერციული აქტისა და გუ-27 უ-ვც ფორმის ძირითადი გზავნილის ზედნადების წარდგენით‚ თუ იგი გადაეცა ტვირთმიმღებს;
გ) ძირითადი გზავნილის მიტანამდე დამატებითი დოკუმენტებით მიტანილი ტვირთის ნაწილი – დამატებითი საგზაო უწყისის ან გუ-29 უ-ვც ფორმის დამატებითი საგზაო უწყისის დედანში ტვირთმიმღების ხელწერილით. ამ შემთხვევაში, ტვირთის მიმღები სადგური ვალდებულია, გასცეს ცნობა იმის თაობაზე‚ რომ ტვირთის მიღებული ნაწილი ტვირთმიმღებს ჩაეთვლება ძირითადი გზავნილის ანგარიშში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 377
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 377, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-377/