1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გაცემის დღესა და ადგილს;
ბ) გამგზავნის სახელსა და მისამართს;
გ) გადამზიდველის სახელსა და მისამართს;
დ) ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს;
ე) მიმღების სახელსა და მისამართს;
ვ) ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას;
ზ) გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს;
თ) ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას;
ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე);
კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს;
ლ) აღნიშვნას, რომ გადაზიდვა, მიუხედავად ორმხრივი შეთანხმებისა, მაინც ექვემდებარება ამ თავის ნორმებს.
2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს:
ა) სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას;
ბ) ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს;
გ) ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას;
დ) ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას;
ე) გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ;
ვ) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს გადაზიდვა;
ზ) გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.
3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში ჩაწერონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 674. ზედნადების რეკვიზიტები 1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გაცემის დღესა და ადგილს; ბ) გამგზავნის სახელსა და მისამართს; გ) გადამზიდველის სახელსა და მისამართს; დ) ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს; ე) მიმღების სახელსა და მისამართს; ვ) ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას; ზ) გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს; თ) ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას; ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასის, დამატებითი ხარჯები, საბაჟ, იმპორტის გადასახადების და სხვა ხარჯების, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე); კ) საბქაჟრთველო დს ფინანსხვთა სამინისგტროს მმართველობის სფეროში შემავალი სამჯარო სახმართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს; ლ) აღნიშვნას, რომ გადაზიდვა, მიუხედავად ორმხრივი შეთანხმებისა, მაინც ექვემდებარება ამ თავის ნორმებს. 2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს: ა) სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას; ბ) ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს; გ) ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას; დ) ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას; ე) გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ; ვ) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს გადაზიდვა; ზ) გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს. 3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში ჩაწერონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66,03.12.2010 წ., მუხ.4