განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210018001835300
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-198-18 18 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე(მომხსენებელი) - ლაურა მიქავა
მოსამართლეები - თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ეფ-------'' ნ-------- მ----–--ე შპს „გე------- ფო----- ლო---------“ ე------ ბ---–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- შპს ,,ეფ-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
- შპს ,,ე--------ს“, შპს ”გე------- ფო----- ლო---------ს” სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული იურიდიული ხარჯის 700 ლარის ანაზღაურება;
- ბათუმის საქალაქო სამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა და ყადაღისაგან გათავისუფლდა ავტომანქანა D-- T- 0- N ტექ.პასპორტი - B--------, სახ.ნომერი - F- 1-- U-, VIN/შასი - X---------------- და მისაბმელს S--------- L-- S-- 3--, ტექ. პასპორტი - B--------, სახ.ნომერი - F- 1-- M------/შასი V----------------. ასევე შპს ”გე------- ფო----- ლო---------” გათავისუფლდა ავტომანქანის და მისაბმელის დაცულ ადგილას გაჩერების ვალდებულებისაგან.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. შპს ,,ეფ-------” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 8 აგვისტოს. მას ჰყავს სატრანსპორტო საშუალებები და ახორციელებს ტვირთის გადაზიდვებს;
2.2. შპს ,,გე------- ფო----- ლო---------” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 19 აგვისტოს;
2.3. სასამართლომ განმარტა, რომ ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების დადება და ტვირთის გადაზიდვა ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა ან არარსებობა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მოსარჩელემ ხელშეკრულების დადებისა და ტვირთის გადაზიდვის ძირითად, მტკიცებულებად წარმოადგინა ზეპირი განმარტება. მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელშეკრულება წერილობით არ დადებულა. საქ. სკ-ის 672- ე მუხლი მხარეებს აძლევს უფლებას ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება წერილობით არ დადონ, მაგრამ ნორმა მოითხოვს გადაზიდვაზე შეთანხმება გარკვეული დოკუმენტით მაინც დასტურდებოდეს. მოსარჩელეს, ხელშეკრულების დადებისა და ტვირთის გადაზიდვის ფაქტის დასამტკიცებლად, გარდა ზეპირი განმარტებისა, წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა. მასში მითითებულია, რომ შპს ”ე--------მა” 2016 წლის ნოემბერში თ---------- ქალაქ ს-----------, ყ--------–- ქალაქ ა-------–- გადაზიდა შპს ”გე------- ფო----- ლო---------ს” კუთვნილი ტვირთი. ანგარიშფაქტურა მოპასუხის მიერ ხელმოწერილი არაა და არც ელექტრონალად არაა დადასტურებული;
2.4. გარდა ანგარიშფაქტურისა, მოსარჩელემ წარმოადგინა საერთაშორისო სატვირთო ზედდებული, რომელსაც დასმული აქვს ყ---------- რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოს შტამპი, ასევე ა-------------- რესპუბლიკის ბეჭედი, თ----------- და საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების ბეჭდები. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ გარკვეული ტვირთი თ--------იდან გადაზიდული იქნა ყ--------–-. საქონლის გამგზავნია შპს ,,ბ------ ტ----- ი-----–------ ს--.ვ- დ-–.თ---.“. მიმღებია შპს ,,ბ---- ც--------–----- ა----“. მასში არაა მითითებული, რომ ტვირთის მესაკუთრეა შპს ”გე------- ფო----- ლო---------”, ან მისი დაკვეთით ხდება ტვირთის გადაზიდვა. თუმცა მიუხედავად ამისა დოკუმენტს რამოდენიმე ადგილას დასმული აქვს შპს ”გე------- ფო----- ლო---------ს” კუთვნილი ბეჭედი;
2.5. სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფ-------- მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენისს წესს განსაზღვრავს საქართველოს ფ-------- მინისტრი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით, ამ შემთხვევაში იგი კარგავს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის სტატუსს;
2.6. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ამასთანავე, თუ პირი საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდებას აღრიცხავს ციკლური დარიცხვებით, როდესაც მომხმარებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს ასეთი პერიოდის (ციკლის) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე. ანუ დღგ–ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, და არა ვალდებულება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარუდგინოს კონტრაჰენტს. თავისი უფლების გამოყენების შესაძლებლობა პირს ეძლევა მხოლოდ საქონლის (მომსახურების) გადაცემისას და ისიც დასაბეგრი ოპოერაციის დროს. დაუშვებელია ფაქტურის გამოწერა და წარდგენა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრომდე. თუმცა შეიძლება თვით ამ დროის არჩევა იყოს გადამხდელის ნებაზე დამოკიდებული;
2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ რომ საგადასახადო ანგარუშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები ის წერილობითი მტკიცებულებებია, რომლითაც შესაძლებელია დავადგინოთ გაწეული მომსახურება და ტვირთის გადაზიდვა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ანგარიშფაქტურა წერილობით ან ელექტრონულად დადასტურებული იყოს ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ. წინამდებარე შემთხვევაში ანგარიშფაქტურა გამოწერილია ელექტრონულად. იგი მოპასუხის მიერ არაა დადასტურებული. ამიტომ იგი არ გამოდგება ტვირთის გადაზიდვის მტკიცებულებად. ასეთ ანგარიშაქტურას მოსარჩელე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი პირის მიმართ გამოწერს და გაამზადებს. ასე ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ შექმნილი დოკუმენტი ვერ უძლებს კრიტიკას. მას არ აქვს სანდოობის ხარისხი და მისი გამოყენებით სასამართლო, რომელიმე გარემოებას დადგენილად ვერ მიიჩნევს;
2.8. მნიშვნელოვან სირთულეს შეიცავს საერთაშორისო სატვირთო ზედდებული. მასში ასახულია ტვირთთან დაკავშირებული ყველა პირის რეკვიზიტები. მითითებულია, რომ:
- გადამზიდავია - შპს ,,ეფ-------“;
- ტვირთის გამგზავნია შპს ,,ბ------ ტ----- ი-----–------ ს--.ვ- დ-–.თ---.“;
- ტვირთის მიმღებია შპს ,,ბ---- ც--------–----- ა----“;
- მარშრუტი - ს--------–-- - ს-------/თ--------ი-ა-------/ყ---------.
მასში არაა მითითებული, რომ ტვირთის მესაკუთრეა შპს ,,გე------- ფო----- ლო---------”, ან მისი დაკვეთით ხდება ტვირთის გადაზიდვა. გაურკვეველია რა დანიშნულებისაა მასზე დასმული შპს ,,გე------- ფო----- ლო---------”-ს კუთვნილი ბეჭედი. ზედნადები არ შეიცავს ინფორმაციას შპს ,,გე------- ფო----- ლო---------ს” მონაწილეობის შესახებ. თვით მოპასუხემაც ამ საკითხს მიაქცია ყურადღება და განმარტა, რომ დოკუმენტზე ბეჭდის წარმომავლობასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოსათვის აქვს მიმართული;
2.9. სასამართლომ, დოკუმენტის გამოკვლევისა და სხვა მტკიცებულებებთან შედარების შემდეგ მიიჩნია, რომ ზედდებულზე ბეჭდის არსებობა ვერ გახდება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულების დადებისა და ტვირთის გადაზიდვის დამადასტურებელი. დოკუმენტზე ბეჭდს არსებობა ბუნებრივია აჩენს ვარაუდების შესაძლებლობას. ივარაუდება, რომ ბეჭედი იმიტომ აქვს დასმული, რომ მოპასუხე გადაზიდვაში მონაწილეობდა, მაგრამ მხოლოდ ბეჭდის არსებობა ტვირთის გადაზიდვას არ ნიშნავს. ამისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მოსარჩელე მოპასუხეს შეუთანხმდა ტვირთის გადაზიდვას, მოსარჩელემ ჩაიბარა მოპასუხის ტვირთი და გადაზიდა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში. ასეთ რამ მოპასუხის ბეჭედდასმული ზედდებულით არ დგინდება. შესაბამისად ზედდებული არაა ის დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება დადგინდეს მოსარჩელის მიერ მოპასუხის კუთვნილი ტვირთი გადაზიდვა. უნდა არსებობდეს ხელშეკრულება, ზედდებული, ანგარიშფაქტურა, ტვირთის მიღებისა და ჩაბარების აქტები, მოწმის ჩვენება, ან სხვა რომელიმე ისეთი დოკუმენტი სადაც არ იქნება მხოლოდ ბეჭედი დასმული. ანუ ისეთი სანდო დოკუმენტი (თუნდაც ბეჭდის გარეშე), რომელშიც ასახული იქნება მხარეთა მონაწილეობა ტვირთის გადაზიდვაში. ასეთი დოკუმენტის არარსებობის გამო, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ დგინდება 2016 წლის ოქტომბერში შპს ”ე--------სა” და შპს ”გე------- ფო----- ლ----------ს” შორის ტვირთის გადაზიდვის თაობაზე ხელშეკრულების დადების ფაქტი. ასევე არ დგინდება 2016 წლის ნოემბერში შპს ,,ეფ-------ს“ მიერ თ---------- ქალაქ ს----------- შპს ,,გე------- ფო----- ლო---------”-ს კუთვნილი ტვირთის ყ--------–- გადაზიდვის ფაქტი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
2.11. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაო კოდექსის 668-ე მუხლის საფუძვლიდან. კერძოდ: ,,გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. დასახელებული ნორმის მიხედვით ანაზღაურების ვალდებულება გამგზავნს გააჩნია ტვირთის გაგზავნისა და გადამზიდავის მიერ ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში;
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”;
2.13. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეებს შორის ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შეთანხმების შემდეგ. ტვირთის გადაზიდვის შემდეგ გადამზიდავს უჩნდება მოთხოვნის უფლება. თუ გადამზიდველი ჩაიბარებს ტვირთს და მას გამგზავნის მითითებით გადაზიდავს დანიშნულების ადგილას, გამგზავნს გაუჩნდება საპასუხო ვალდებულება - გადაიხადოს გადაზიდვის საზღაური. მოსარჩელე, მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის შემდეგ შეიძენს მოთხოვნის უფლებას - მოპასუხეს მოსთხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება. ასეთი უფლება მას გაუჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ კუთვნილი მოვალეობის აუცილებელი შესრულება;
2.14. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ 2016 წლის ოქტომბერში შპს ,,ე--------სა” და შპს ,გე------- ფო----- ლ----------ს” შორის დაიდო ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება. ასევე არ დგინდება, რომ 2016 წლის ნოემბერში შპს ,,ე--------მა“ თ---------- ქალაქ ს----------- შპს ,,გე------- ფო----- ლო---------ს” კუთვნილი ტვირთი გადაზიდა ყ--------–-. შესაბამისად მას არც მოთხოვნის უფლება არ აქვს. ტვირთის გადაზიდვის გარეშე საზღაურის გადახდის მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, 2016 წლის ოქტომბრის თვეში შპს ,,ეფ-------"-ს მიერ გაწეული იქნა შპს ,,გე------- ფო----- ლ-----------"-ისათვის სატრანსპორტო მომსახურება, კერძოდ თ---------- რესპუბლიკიდან ქალაქ ს-------ნდან 2016 წლის ნოემბრის თვეში შპს ,,გე------- ფო----- ლ----------ს" გაუწია სატრანსპორტო მომსახურება ყ---------- რესპუბლიკის ქალაქ ა-------–-, რომლის გადაზიდვის მომსახურებამ ჯამში შეადგინა 24.089 ლარი. აღნიშნულზე გაიწერა შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მოპასუხემ შეგნებულად გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით არ დაადასტურა, ასევე შედგენილ იქნა საერთაშორისო სატვირთო ზედდებული რომეზედაც დასმული იქნა როგორც შპს ,,ეფ-------"-ს ასევე შპს ,,გე-------ს ფო----- ლ----------"-ის ბეჭდები, რომლის შემდეგაც გაეწია სატრანსპორტო მომსახურება შპს ,,გე------- ფო----- ლ----------"-ს;
3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გარდა ანგარიშფაქტურისა წარმოდგენილ საეთაშორისო სატვირთო ზედდებულს დასმული აქვს ყ---------- ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭედი, ასევე ა-------------- რესპუბლიკის ბეჭედი, თ----------- და საქართველოს ადმინისტრაციული ბეჭედი, აღნიშნული ადასტურებს რომ გარკვეული ტვირთი გადაზიდული იქნა ყ--------–-, მიუხედავად ამისა დოკუმენტს რამოდენიმე ადგილას აქვს დასმული შპს ,,გე------- ფო----- ლ----------"-ის კუთვნილი ბეჭედი, ანუ ფაქტია რომ რეალურად ტვირთი იქნა გადაზიდული შპს ,,ეფ-------"-ს მიერ, რის გამოც ითხოვენ მოპასუხე შპს ,,გე------- ფო----- ლ----------ს" დაეკისროს სატრანსპორტო მომსახურების თანხა სრულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.2. დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილ საერთაშორი სატვირთო ზედდებულში გამგზავნად მითითებულია შპს ,,ბ------ ტ----- ი-----–------ ს--.ვ- დ-–.თ---“, ხოლო გადამზიდავად შპს ,,ეფ-------“ (იხ. ს/ფ 54-55, 57-58);
4.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე/აპელანტი ითხოვს შპს ,,ე--------ს“ დაეკისროს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული საზღაური. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მხარეები გადაზიდვის თაობაზე შეთანხმდნენ ზეპირსიტყვიერად. ხოლო მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდის მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობას და მიუთითებს, რომ მათ შორის მსგავსი ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად, მათ არა აქვთ თანხის გადახდის ვალდებულება;
4.4. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე;
4.5. ამავე კოდექსის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით;
4.6. ამავე კოდექსის 673-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი;
4.7. გადაზიდვის ხელშეკრულების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, როგორც ხელშეკრულების დადება (იხ. სკ-ის 672-ე მუხლი), ისე - მისი შესრულება სპეციალური დოკუმენტის - ზედნადების ან სხვა დოკუმენტის (მაგალითად: კონოსამენტი) შედგენითა და უფლებამოსილი პირისათვის მისი გადაცემით დასტურდება. სამოქალაქო კოდექსის 681-ე მუხლის თანახმად, ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის გადაცემა და ამით ტვირთი ჩაითვლება გადაცემულად. თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკლისი, ან ტვირთი არ არის 688-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით გამოიყენოს გადამზიდველის წინააღმდეგ. გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული დოკუმენტები წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარის უფლებაგანმკარგავ აქტებს, რამდენადაც სწორედ დოკუმენტის ხელთმქონე პირი განიხილება ტვირთის მართლზომიერ მფლობელად. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 682-ე-684-ე მუხლების სისტემური ანალიზით პალატა ასკვნის, რომ გადაზიდვის ხელშეკრულების დასრულებისას, თუ ტვირთის მიღების დაყოვნება გამოწვეულია ტვირთმიმღების ბრალით, ან სხვა კანონით გათვალისწინებული ობიექტური საფუძვლით, გადაზიდვის დასრულების მიზნით გადამზიდავს, ბუნებრივია, შეუძლია, ტვირთმიმღების სასარგებლოდ და მისივე ხარჯით გააფორმოს მათ შორის მიბარების ხელშეკრულება, თუმცა, ამისათვის სავალდებულოა, არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის #ას-1--5-1042-2016 გადაწყვეტილება);
4.8. სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
4.9. ამავე კოდექსის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება „ზედნადების” ან სხვა დოკუმენტის” სახით. სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადები (იგულისხმება სხვა დოკუმენტიც) უნდა შეიცავდეს ,,გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე”;
4.10. სამოქალაქო კოდექსის 327–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით;
4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.12. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო სატვირთო ზედდებულის თანახმად, დადგენილია, რომ გამგზავნად მითითებულია შპს ,,ბ------ ტ----- ი-----–------ ს--.ვ- დ-–.თ---“, ხოლო გადამზიდავად - შპს ,,ეფ-------“. პალატა არ იზიარებს აპელანტი მხარის მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე მხოლოდ შპს ,,გე------- ფო----- ლ-----------"-ის ბეჭდის არსებობა არ ადასტურებს მის მიერ ტვირთის გაგზავნას, რადგან ის შესაბამის გადაზიდვის დოკუმენტში მხარედ (გამგზავნად) არ არის მითითებული და ის გარემოება, რომ ზედდებული დამოწმმებულია მოპასუხე კომპანიის ბეჭდით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე), ვერ აქცევს მას გადაზიდვის ხელშეკრულების მხარედ;
4.13. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს/აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის 1–ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, უნდა დაედასტურებინა ამ კონკრეტული ვალდებულებით–სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რაც მის მიერ სატანადოდ და სარწმუნოდ დადასტურებული ვერ იქნა. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ მხარეთა შორის დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება, რაც იქნებოდა მოპასუხისათვის გადაზიდვის საფასურის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელემ რელივანტური მტკიცებულებით ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;
4.14. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ე--------’’-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ე--------''-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)
თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე