a)ზედნადების შედგენის თარიღსა და ადგილს;

b) გამგზავნის დასახელებას და მისამართს;

c) გადამზიდავის დასახელებას და მისამართს;

d) ტვირთის მიღების ადგილს, თარიღს და მიტანის ადგილს;

e) მიმღების დასახელებას და მისამართს;

f) ტვირთის მახასიათებლობის მიღებულ აღნიშვნებს, შეფუთვის სახეობას, ხოლო სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნებს;

g) სატვირთო ადგილების რაოდენობას, მათ სპეციალურ მარკირებას და ნუმერაციას;

h) ტვირთის ბრუტო წონის მონაცემებს ან სხვა საზომ ერთეულებში გამოხატული ტვირთის რაოდენობის აღნიშვნებს;

i) გადაზიდვის გადასახდელებს (გატანის, დამატებით გადასახდელებს, საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები) და სხვა გადასახდელებს, რომელთა გადახდევინება ხორციელდება ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის ადგილზე მიტანამდე;

j) ინსტრუქციებს საბაჟო და სხვა ფორმალობების შესასრულებლად;

K) მითითებას, რომ გადაზიდვა ხორციელდება მიუხედავად ნებისმიერი შენიშვნისა, რომელიც შეესაბამება ამ კონვენციის დებულებებს;

2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს:

a) მითითებას, რომ გადატვირთვა აკრძალულია.

b) გადასახდელებს, რომლებიც გამგზავნმა უნდა გადაიხადოს;

c) გადასახდელებს, რომლებიც უნდა იქნეს გადახდილი ტვირთის ჩაბარებისას;

d) ტვირის განცხადებულ ღირებულებას და თანხას, რომელიც მიწოდებისადმი სპეციალურ ინტერესს წარმოადგენს;

e) გამგზავნის ინსტრუქციებს გადამზიდავისათვის ტვირთის დაზღვევის შესახებ;

f) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა განხორციელდეს გადაზიდვა;

g) გადამზიდავისათვის გადაცემული დოკუმენტების ნუსხას.

3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში შეიტანონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევე