2. გამგზავნი ამ უფლებას კარგავს, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს, ან უკანასკნელი გამოიყენებს თავის უფლებას მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანხამად. ამ მომენტიდან გადამზიდველმა უნდა იხელმძღვანელოს მიმღების მითითებებით.

3. მიმღები განკარგვის უფლებას იღებს მაშინაც კი, როცა შედგება ზედნადები, თუ გამგზავნმა ამის შესახებ ზედნადებში გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა.

4. თუ მიმღებმა განკარგვის უფლების განხორციელებისას გასცა მითითება ტვირთის მიწოდების შესახებ მესამე პირისათვის, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არ არის უფლებამოსილი დაასახელოს სხვა მიმღები.

5. ტვირთის „განკარგვის უფლების განხორციელება უნდა მოხდეს შემდეგი დებულებების დაცვით“:

a) გამგზავნმა ან ამ მუხლის მესამე პუნქტში დასახელებულ შემთხვევაში – მიმღებმა, თუ მას ამ უფლების განხორციელება სურს, უნდა წარმოუდგინოს გადამზიდავს ზედნადების პირველი პირი, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს გადამზიდავისათვის მიცემული ახალი ინსტრუქციები და მას აუნაზღაუროს ყველა ის ხარჯი და ზარალი, რომლებიც ამ ინსტრუქციების შესრულების შედეგად წარმოიშვა;

b) ინსტრუქციების შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს იმ მომენტში, როცა ისინი მიუვა იმ პირს, რომელმაც ისინი უნდა შეასრულოს და არ შეიძლება, რომ იგი ხელს უშლიდეს გადამზიდავის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და არც სხვა ტვირთის გამგზავნსა და მიმღებს უნდა აყენებდეს ზიანს;

c) აღნიშნულმა ინსტრუქციებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ტვირთების გზავნილებათა დანაწევრება.

6. თუ გადამზიდველს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „b“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეუძლია მიღებული ინსტრუქციების შესრულება, ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ პირს, ვინც ეს ინსტრუქციები გასცა.

7. გადამზიდველი, რომელიც არ ასრულებს ამ მუხლის დებულებათა დაცვით გაცემულ ინსტრუქციებს, ან ასრულებს მათ ზედნადების პირველი პირის მოთხოვნის გარეშე, პასუხს აგებს პრეტენზიის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის წინაშე ამით წარმოშობილი ზიანისათვი