a) ჩანაწერების სისწორე, რომლებიც გაკეთებულია ზედნადებში სატვირთო ადგილების რაოდენობასთან, აგრეთვე მათ ნიშანდებასთან და ადგილების ნუმერაციასთან დაკავშირებით;

b) ტვირთისა და მისი შეფუთვის მდგომარეობა.

2. თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისათვის, რომ შეამოწმოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „a“ ქვეპუნქტში აღნიშნული ჩანაწერები, მაშინ მას ზედნადებში შეაქვს შენიშნვები, რომლებიც უნდა დაასაბუთოს. ამგვარადვე მან უნდა დაასაბუთოს ყველა მის მიერ გაკეთებული შენიშვნა, რომელიც შეეხება ტვირთის გარეგნულ მდგომარეობასა და მის შეფუთვას. ეს შენიშვნები გამგზავნისათვის არ არის სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან ისინი ზედნადებში არ აღნიშნა მკაფიოდ.

3. გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის ბრუტო წონა ან სხვა საზომ ერთეულებში გამოხატული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. შემოწმების შედეგები შეიტანება ზედნადებშ