2. გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზარალისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით მოხდა.
3. გადამზიდველი ისევე, როგორც ექსპედიტორი, პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენების შედეგებზე, მაგრამ თანხა, რომელიც მან უნდა აანაზღაუროს, არ უნდა აღემატებოდეს თანხას, რომლის გადახდაც მოუნდებოდა მას ტვირთის დაკარგვის შემთხვევაშ