a) მუხლი 6-ის პუნქტი 1-ის „b“, „d“, „e“, „f“, „g“, „h“, „j“, ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები;

b) მუხლი 6-ის პუნქტ 2-ში აღნიშნული მონაცემები;

c) ყველა სხვა მონაცემები ან გამგზავნის ინსტრუქციები ზედანდების შესადგენად ან მასში შესატანად.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებს გადამზიდავი გამგზავნის მოთხოვნის საფუძველზე ზედნადებში შეიტანს, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე მიიჩნევა, რომ გადამზიდავი გამგზავნის სახელით მოქმედებდა.

3. თუ ზედნადები არ მოიცავს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „k“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემებს, მაშინ გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯსა და ზარალისათვის, რომლებიც ტვირთის განმკარგველ პირს შეიძლება მიეცეს ამ მონაცემთა მიუთითებლობის გამ