2. წინამდებარე კონვენციის გამოყენებისას „სატრანსპორტო საშუალებებში“ იგულისხმება ავტომობილები, საწევარა ავტომობილები, მისაბმელები და ნახევარმისაბმელები, როგორაც ისინი განსაზღვრულია საგზაო მოძრაობის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციის მე-4 მუხლით.
3. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება მაშინაც, როდესაც ამ კონვენციის გამოყენებსი სფეროში შემავალ გადაზიდვებს ასრულებენ სახელმწიფო ან სამთავრობო დაწესებულებები ან ორგანიზაციები.
4. წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება:
a) საერთაშორისო საფოსტო კონვენციის თანახმად განხორციელებული გადაზიდვებისას;
b) მიცვალებულთა გადასვენებისას;
c) საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის დროს, ბინის მოწყობილობისა და ავეჯის გადაზიდვისას.
5. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ არ შეცვალონ წინამდებარე კონვენციის დებულებანი ორი ან მეტი მონაწილე მხარის სპეციალური შეთანხმებებით, გარდა მისი გამოყენებისა სასაზღვრო გადაზიდვების მიმართ ან იმ სატრანსპორტო ზედნადებების გამოყენების ნებართვის გაუქმებისა, რომლებიც წარმოადგენენ ტვირთზე საკუთრების უფლებას მხოლოდ თავისი ტერიტორიების ფარგლებში ტვირთების გადაზიდვისა