2. მიტანილი ტვირთის შესახებ შეტყობინების წესსა და ფორმას ადგენს დანიშნულების სადგური. ტვირთმიმღების წინადადებით შეიძლება განისაზღვროს შეტყობინების სხვაგვარი წესი. შეტყობინებისთვის გამოიყენება კავშირგაბმულობის არსებული საშუალებები.
3. შეტყობინების მიღების უზრუნველსაყოფად ტვირთმიმღები გამოყოფს შეტყობინების მიმღებ პასუხისმგებელ პირს‚ რომლის გვარი, ტელეფონის‚ ფაქსის ან ტელექსის ნომერი წერილობით ეცნობება დანიშნულების სადგურს.
4. შეტყობინების გადაცემა რეგისტრირდება სადგურში ტვირთის მიტანის შეტყობინებათა დავთარში.
5. ტვირთის მიტანის შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს შეტყობინების გადაცემის თარიღი და დრო