1. ტვირთმიმღების საშუალებით ვაგონების (კონტეინერების) გადმოსატვირთად მიწოდების თაობაზე სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დადგენილი ფორმით შეატყობინოს ტვირთმიმღებს ვაგონების (კონტეინერების) მიწოდებამდე არა უგვიანეს 2 საათით ადრე.
2. თუ რკინიგზა ვაგონებს მიაწვდის შეტყობინების გარეშე‚ მიწოდებული ვაგონები ჩაეთვლება ტვირთმიმღებს და მათი ყოფნის დრო რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე აითვლება ვაგონების ფაქტობრივი მიწოდებიდან ორი საათის გასვლის შემდეგ.
3. თუ ვაგონი, შეტყობინებაში აღნიშნულ ვადასთან შედარებით, დაგვიანებით იქნა მიწოდებული, ვაგონების ყოფნის დრო მისასვლელ ლიანდაგზე იანგარიშება ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან. თუ დაგვიანება ორ საათს აღემატება‚ მაშინ რკინიგზა ვალდებულია‚ კვლავ შეატყობინოს ტვირთმიმღებს მომავალი მიწოდების შესახებ.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 357
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 357, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-357/