1. ტვირთმიმღები ვალდებულია‚ მიიღოს მისი მისამართით მიტანილი ტვირთი.
2. ტვირთმიმღებს შეუძლია უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. თუ ტვირთი გაფუჭდა ტვირთმიმღების მიერ ტვირთის დაგვიანებით ჩადმოტვირთვა-გატანის ან მისასვლელ (სადგურის) ლიანდაგზე ვაგონების დაყოვნების გამო, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მიზეზით‚ აღნიშნული პირები პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დანიშნულების სადგურში მიტანილი ტვირთი და კონტეინერები‚ რომელიც გადმოიტვირთება და გაიცემა საერთო სარგებლობის ადგილებში‚ 24 საათის განმავლობაში უფასოდ ინახება დანიშნულების სადგურში.
5. თუ ვაგონები‚ მათ შორის‚ კონტეინერებით დატვირთული ვაგონები, ტვირთმიმღების საშუალებით გადმოსატვირთად მიწოდებულია სადგურის საერთო ან არასაერთო სარგებლობის ადგილებში ან მისასვლელ ლიანდაგზე, რკინიგზის ლოკომოტივით, მაშინ ვაგონების (კონტეინერების) გადაცემა ხდება უშუალოდ გადმოტვირთვის ადგილებში. თუ ვაგონები (კონტეინერები) ტვირთმიმღების მიერ გადმოიტვირთება იმ მისასვლელ ლიანდაგზე‚ რომელსაც ემსახურება სხვა პირთა ლოკომოტივი‚ მაშინ ვაგონები (კონტეინერები) გადაიცემა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სარკინიგზო გადასაყენებელ ლიანდაგზე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 362
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 24 საათის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 362, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-362/