ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბრუნვიდან ამოღებული ან ბრუნვაშეზღუდული ტვირთისა;
ბ) სპეციალური‚ მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთისა‚ რომელიც განკუთვნილია სახელმწიფო და თავდაცვითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად;
გ) ტვირთისა‚ რომლის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურის გადახდა ხდება დანიშნულების სადგურში‚
2. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის რეალიზაციას რკინიგზა ახორციელებს იმ საბაჟო ორგანოს ნებართვით‚ რომლის საქმიანობის რეგიონშიც იმყოფება სადგური