2. ტვირთის გაცემის დასტურია საგზაო უწყისში ტვირთმიმღების ხელმოწერა. იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ტვირთი ჩამოიტვირთა რკინიგზის საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურად და თარიღად მიიჩნევა დანიშნულების სადგურის უფლებამოსილი მუშაკის აღნიშვნა ზედნადების მეორე მხარეს‚ გრაფაში „ტვირთის გატანა“‚ ხოლო თუ ასეთი გრაფა არ არის – ანალოგიური აღნიშვნა გრაფაში „აღნიშვნები ტვირთის გაცემის შესახებ“. აღნიშვნა მოწმდება სადგურის შტემპელით;
ბ) ტვირთი ჩამოიტვირთა ტვირთმიმღების საშუალებით საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში‚ ან ვაგონები ჩამოყენებულია რკინიგზის ლოკომოტივით რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის გადმოტვირთვის ადგილებში – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია ტვირთმიმღების ხელმოწერა მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს გრაფაში „ვაგონი მივიღე“;
გ) ვაგონების მიწოდება-გამოყვანა, რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე გადმოტვირთვისას, განხორციელდა იმ ლოკომოტივით‚ რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის ხელმოწერა მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროში ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მეორე დოკუმენტის გრაფაში „ვაგონი მივიღე“.
3. იმ ვაგონების (კონტეინერების) გადაცემისას‚ რომელშიც მოთავსებული ტვირთი ექვემდებარება გაცემას რკინიგზის მონაწილეობით‚ მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროში ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მეორე დოკუმენტში აღინიშნება გარემოება‚ რომელიც ადასტურებს რკინიგზის მონაწილეობის აუცილებლობას ტვირთის გაცემაში (საერთო ფორმის აქტი‚ კომერციული აქტი). ამ შემთხვევაში, ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია რკინიგზის წარმომადგენლის აღნიშვნა ზედნადებში, ამ წესებით გათვალისწინებული ტვირთის გაცემის შედეგის შესახებ
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 355. 1. დანიშნულების სადგურში ტვირთმიმღებს ტვირთი გადაეცემა მას შემდეგ‚ რაც იგი გადაიხდის ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურს
თავი XXV — ტვირთის გაცემის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 110. 1. დანიშნულების სადგურში ფეთქებადი ნივთიერების მიტანის შესახებ, აგრეთვე მისასვლელ ლიანდაგზე ან საგანგებოდ გამოყოფილ ადგილში ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის დასაცლელად მიწოდების თაობაზე სადგურ
- მუხლი 104. 1. რკინიგზის ან სხვა უფლებამოსილი პირის მისასვლელ ლიანდაგზე, აგრეთვე სადგურის საგანგე-ბოდ გამოყოფილ ადგილში ფეთქებადი ნივთიერება ჩაიტვირთება და გადმოიტვირთება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საშუალები
- მუხლი 50. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური
- მუხლი 149. 1. სადგურში მისვლის შემდეგ სატრანსპორტო პოლიციის დაცვამ ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი უნდა დაიცვას იმ დრომდე, სანამ იგი არ გადაეცემა ტვირთმიმღებს. ტვირთმიმღების მიერ რკინიგზისგან ვაგონის მიღების შემდეგ
- მუხლი 29. 1. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საკუთარი ან რკინიგზისგან იჯარის ან ქირავნობის უფლებით მიღებული სპეციალიზებული ვაგონი მიწერილი უნდა იყოს მისი მუდმივი დატვირთვის (გადმოტვირთვის) სადგურზე. აღნიშნულ ვა
- მუხლი 38. 1. საფრთხეშემცველი ტვირთით მისულ ვაგონს ტვირთმიმღები და ნავსადგური იღებენ თავიანთ მისასვლელ ლიანდაგზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 349. თუ სადგურში წარმოიშვა ტექნოლოგიური სიძნელეები, რომელიც უკავშირდება ტვირთის დაგვიანებით ჩამოტვირთვას ან საერთო სარგებლობის ადგილებიდან დაგვიანებით გატანას ტვირთმიმღების მიზეზით, რკინიგზას შეუძლია გაზარ
- მუხლი 350. 1. ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის გაფუჭებისთვის ეკისრება ტვირთმიმღებს, თუ იგი გამოწვეულია საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის შენახვის ზღვრული ვადის გადამეტებით
- მუხლი 351. 1. ნებადართულია იმ ტვირთის შენახვა, რომელიც ტვირთგამგზავნმა გაგზავნის სადგურში მიიტანა დატვირთვის დანიშნულ დღეზე ადრე, მაგრამ არა უმეტეს ამ წესებით დადგენილი შენახვის ზღვრული ვადისა. ამ შემთხვევაში, ა
- მუხლი 352. 1. რკინიგზა მოვალეა‚ შეატყობინოს ტვირთმიმღებს დანიშნულების სადგურში მისი მისამართით მიტანილი ტვირთის შესახებ ტვირთის მიტანის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა
- მუხლი 353. 1. თუ სადგური ტვირთის მიტანის შესახებ არ შეატყობინებს ტვირთმიმღებს‚ ტვირთმიმღები თავისუფლდება ვაგონებით (კონტეინერებით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის საფასურის გადახდისგან ტვირთის მიტანის შეტყობინე
- მუხლი 354. 1. დანიშნულების სადგურში ელექტრონული ზედნადებით გაფორმებული ტვირთის მიტანისას‚ ზედნადები და მასზე თანდართული გადაზიდვის სხვა დოკუმენტები რკინიგზის საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრიდან გადაიცემა ელექტრონუ
- მუხლი 356. 1. თუ ტვირთმიმღები თავს არიდებს ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურის გადახდას‚ რკინიგზას უფლება აქვს‚ დააკავოს ტვირთი და ამის თაობაზე წერილობით შეატყობინოს ტვირთმიმღ
- მუხლი 357. 1. ტვირთმიმღების საშუალებით ვაგონების (კონტეინერების) გადმოსატვირთად მიწოდების თაობაზე სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დადგენილი ფორმით შეატყობინოს ტვირთმიმღებს ვაგონების (კო
- მუხლი 358. 1. ტვირთის მისაღებად ტვირთმიმღები დანიშნულების სადგურს წარუდგენს ტვირთის მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს
- მუხლი 359. ტვირთის მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთში აღინიშნება უფლებამოსილი პირის პასპორტის ან პიროვნების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის მონაცემები და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები (დოკუმენტ
- მუხლი 360. 1. ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირი‚ სადგურის მოთხოვნით‚ ვალდებულია წარმოადგინოს პასპორტი ან პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 355, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-355/