მუხლი 349 თუ სადგურში წარმოიშვა ტექნოლოგიური სიძნელეები, რომელიც უკავშირდება ტვირთის დაგვიანებით ჩამოტვირთვას ან საერთო სარგებლობის ადგილებიდან დაგვიანებით გატანას ტვირთმიმღების მიზეზით, რკინიგზას შეუძლია გაზარდოს ტვირთის შენახვის საფასური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ოდენობამდე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საფასურის გაზრდა ნებედართულია ამის თაობაზე ტვირთმიმღების წერილობითი შეტყობინებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ🔗